ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2017


* * *

სამარესავით მოსჩანან მთები
სადაც სიბნელე უწყვეტად ბუდობს
და მის წიაღში ველური გზნებით
იძვრიან ნელა,სიჩუმით უფრო

სადაც სიბნელე მიაპობს ქედებს
სიჩუმე კვალავს გათელილ ბილიკს
აქ ქარსაცავებს ნუ დაიმედებ
როდესაც ქარი ნაპრალებს ისვრის

შავი ღრუბლებით სავსეა ზეცა
როგორც მოლურჯო ტბაზე თევზები
შავი ღრუბლები ქამანდად ეცვა
მთებს,რომელთ ორთქლი სწვავდა შეხებით

ღამის ურჩხულებს მოჰგავდა მთები
როგორც  შესუდრულთ  ღამის პერანგით
ღრუბლების ჭერქვეშ და ცეცხლის ნთებით,
ცად გატყორცნილი,ვით ბუმერანგი

ციხე-სიმაგრე,როგორც აკლდამა
აზიდულია მთები ცათამდის
ვერ შთანთქა იგი , ვერც  დრომ ახალმა
იდგა ვით ზღუდე და ბჭე    მარადის

დრო კი არა ცნობს ,არცერთ ქმედებას
მიედინება,როგორც მდინარე
და კაცს ერთი რამ    ეიმედება
რომ ღმერთი იყო, მის  უწინარეს

და ჯოჯოხეთის კარიბჭეს მოჰგავს
ეს მთები,როგორც შავი  გორები
სადღაც უჩუმრად სინათლეც  ბორგავს
როგორც    ძვირფასი      საფირონები

აქ სამარეა ყოველთა კაცთა
აქ  დაინთქმება  ყველა ხვასტაგი
ვერ გაჰკვეთს გული თუნდაც მამაცთა
ამ მთებს  შესუდრულს,მოცულთ ხაფანგით

სამარესავით მოსჩანან მთები
სადაც სიბნელე უწყვეტად ბუდობს
და მის წიაღში ,ველური გზნებით
იძვრიან ნელა,სიჩუმით უფრო

***

არც ზამთარია მაგრამ თოვს
კანტი-კუნტად,ალაგ -ალაგ
ბარდნის იებად მადათოვს

არც წვიმა არის მაგრამ წვიმს
აწვიმს ვარდებად, ცრემლებად,
ლოყებღაჟღაჟა მანდარინს

არც ქარი არის მაგრამ ქრის
ქრის ურაგანი ,ქარია
სიო უბერავს მაღალ მთის

ვარაზისხევზე ნისლია
სიჩუმე ნერვებს იოკებს
მთები უსიტყვოდ იძვრიან

ირხევა  წეროს გუნდივით
ქარქვეტი და ცისარტყელა
გარს ეკვრის როგორც მუნდირი

შენა ხარ წვიმაც და თოვლიც
შრიალებს  ხმელი კაჭაჭი
და ცისფრად ვღებავ მოლოდინს

ეს ადგილიც ნამეხარი
შენ ქარი  ხარ,ქარაშოტი
უღიმღამოდ გამეხარდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები