ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
16 ნოემბერი, 2017


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი X )

                                                                                                            ***

-წინასწარ არაფერს ვგეგმავ. არასდროს ვაკეთებ გონებაში იმის "მონახაზს" რაზეც ვაპირებ საუბარს. იქ ..... სადღაც ზევიდან მოედიანება ემოცია, რომელიც მოულოდნელად შემოიჭრება ხოლმე სულში და აფორიაქებს მას. გულის გავლით მთლიანად დაივლის სისხლძარღვებს, ხოლო ხელებს ეძლევა ის ძალა, რომელსაც საოცრებების შექმნა შეუძლია ფურცლებზე. ნამდვილად არ ვიცი ეს ღმერთის მიერ ბოძებულ წყალობაა ჩემზე თუ სხვა რამ?! თუმცა მე მინახავს ცრემლები ადამიანების თვალებზე. მინახავს თუ როგორი ინტერესით ადევნებდნენ თვალს ყოველ მომდევნო წინადადებას. ამ ყველაფრის შემდეგ კი მე ვხვდებოდი, რომ ფურცლებზე ერთმანეთის მიყოლებით დაწერილ სიტყვებს შეუძლია ისევე ააფორიაქონ ადამიანთა გულები, როგორც წერის მემართებოდა მე. ისინი ღრმად აღწევენ მათ სულებში განურჩევლად ასაკისა თუ პროფესიისა. ხანდახან იმაზეც კი მიფიქრია თუ. როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ჩემივე ნაწერების გარეშე. ხანგძლივი ფიქრის შემდგომ კი მივსულვარ იმ აზრამდე, რომ უბრალოდ ასეთ სისულელეებზე აწი აღარ უნდა მეფიქრა, რადგან "მე" ნაწერების გარეშე ხომ "მე" არ ვიქნებოდი?!

                                                                                                            ***

შიგნით ცარიელი კედლები დამხვდა. დიდი ხნის მიტოვებულ სახლს წააგავდა იქაურობა. კუთხეებში ობობის ქსელებითა და აქა-იქ ეულად დატოვებული ავეჯიღა შემორჩენილიყო ირგვლივ. ვიწრო დერეფნის გავლის შემდგომ ერთ დიდ ოთახში აღმოვჩნდით მე და ნანკა, სადაც მისი მეგობრები გიტარით ხელში ირთობდნენ თავს. მისი გამოჩენისთანავე ინსტრუმენტები მიატოვეს და ჩვენსკენ წამოვიდნენ. დახვედრა მართლაც საოცარი იყო. ყველა ისეთი სითბოთი და სიყვარულით შეეგება თითქოს წლებია არ უნახავთ ეს გოგო. ლამის იყო მოეგუდად ისე ძლიერად იკრავდნენ მკლავებში. გარკვეული პაუზის შემდგომ კი თვითონვე, ნანკამ გადმოიტანა ჩემსკენ ყურადღება და მეგობრებს გააცნო ჩემი თავი.
-გაიცანით! ეს ლევანია. არაჩვეულებრივი მწერალი და უცნაურად საინტერესო პიროვნება. 24 წლის არის, თუმცა ლეიკემია აწუხებს.
წუთით ვიფიქრე ეს გოგო ხომ არ გაგიჟდა-თქო. რა საჭირო იყო ამ ყველაფრის ასე საჯაროდ თქმა და რამოდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე. მეგობრებმა კი არ დააყოვნეს. სათითაოდ ხელი ჩამომართვეს და თბილად გამიღიმეს. ნანკას, როგორც სჩვევია მხაზედ ხელი მომარტყა და მათკენ მიხმო. არ ვიცოდი ამის მერე რა უნდა მეთქვა მათთვის, თუმცა ცნობისმოყვარეობით აშკარად თვითონვე გამოირჩეოდნენ.
-რა ნაწარმოებს წერთ?
-"სიყვარული ნათელ ფერებში"-ხმის ამოღებაც არ მაცალა, როგორც ყოველთვის. შემდეგ კი ჩემსკენ ოდნავ გადმოიხარა და ყურში ჩამჩურჩულა. -როდესაც აქედან გავალთ, აუცილებლად გამატან მაგ ნაწარმოებს, რომელსაც ჩანთაში საგულდაგულოდ ინახავ.
-ლევან წიგნად არ გამოსცემ?
-ჩემი მეგობარი მეხმარება ამაში. მისი თქმით ერთ თვეში ყველაფერი მზად იქნება. თქვენ რას საქმიანობთ? -ვკითხე მათ
-მოდი ჩამოვჯდეთ- დაბლა დაყრილი ფურცლები ფეხით გაყარეს და პირდაპირ ცივ ბეტონზე დავსხედით. -ჩვენ ასე ვცხოვრობთ. არ გვაქვს ავეჯი, არც ტელევიზორი, არანაირი ძვირად ღირებული ტექნიკა და არც საკვები...
-თქვენ რა... -ცოტათი დავიბენი.
-ბომჟები გგონივართ?
-არ მითქვამს.
-არა, ლევან. ჩვენ მეამბოხე ახალგაზრდები ვართ. მე, გეგა მქვია. ეს ორი გიტარისტი გუგლიკო და ვატო არიან. ნანკა ჩვენი სოლისტია. მე ესე, რომ ვთქვათ ბექ-ვოკალისტი ვარ. მოგვწონს ის, რომ არ გვძინავს თბილ საწოლში. არ ვართ მატერიალისტები და არც არავისგან მოველით რაიმეს.
-მშობლები გყაავთ? -ამ სიტყვებზე რატომღაც გულიანად გადაიხარხარა ყველამ.
-არც ობლები ვართ, ლევან. სიცოცხლეს მოწყურებული ხალხი ვართ. ბევრი, რომ არ შეგაწყონო თავი, ერთი დღე დაგვითმე და მიხვდები ყველაფერს.
-შენც ხომ არავინ გყავს?-მომიტრიალდა ნანკა.
-არა. მშობლები არ მყავს. მარტო ვცხოვრობ და წერით ვირთობ თავს, როგორც თქვენ მუსიკით.
-ჩვენ ხელოვნებას დიდ პატივს ვცემთ.
-ასეა.
-როდესაც ამ საქმით ხარ დაკავებული რასაც ხელოვნება ჰქვია, უფრო სწორად კი პროცესში ხარ ჩართული... აი, სადღაც სამყაროს მიღმა მიექანები და ეს მოგვწონს. ხელოვნების ნიჭი ეს ღვთისგან ბოძებული ძალაა და მოფრთხილება სჭირდება.-თან საჩვენებელი თითი მეტი დამაჯერობლობითვის ზევით ასწია. -ეს ძალაა ხალხის გასაბედნიერებლად.
  უშუალო ადამიანები ჩანდნენ. ცოტა უცნაურებიც, რადგან მათი ნათქვამიდან ვერაფერი გავიგე. ისხდნენ ცივ ბეტონზე და დიდი აღტაცებით მიყვებოდნენ თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი. საუბრის დროს ხანდახან ფიქრებს სულ სხვაგან მივყავდი. ვერ მივხვდი, თუ  რატომ უთხრა, ნანკამ ჩემი დაავადების შესახებ. იქნებ მათაც იგივე  აწუხებთ და ხელოვნებით ჩემსავით უბრალოდ იმშვიდებენ სულს? იქნებ სწორედ ეს გახდა ნანკას ასეთი აკვიატება, რომ მათთან მოვსულიყავი? სხვა ახსნას ვერაფერს ვუძებნიდი, თუმცა უნდა ვაღიარო... მათთან ყოფნა მომწონდა. შევხვდი ადამიანებს, რომლებიც აზროვნებდნენ ჩემნაირად. თითქოს ჩემს სათქმელს მათი ბაგეები გადმოსცემდნენ. იძახდნენ, რომ მეამბოხე ახალგაზრდები იყვნენ, თუმცა სინამდვილეში ჩვეულებრივი კეთილი ადამიანები ინიღბებოდნენ ამ სახელით. დახეული ჯინსებითა და ზედ გადმოჩაჩული პერანგებით. გეგა ტიპიურ ქართველ ბიჭს წააგავდა. სწორი, უკან გადავარცხნილი თმითა და ხშირი წვერით, რასაც ვერ ვიტყოდი გუგლიკოზე და ვატოზე. რომ არ მცოდნოდა, რომ მეგობრები იყვნენ უთუოდ ვიფიქრები მათ სისხლით ნათესაობაზე იმდენად ჰგავდნენ ერთმანეთს ყველაფრით. საუბრით არ გამოირჩეოდნენ. უმეტასად გეგას უსმენდნენ და იშვიათად მასსა და ნანკა შორის თუ ორიოდ სიტყვას ჩაატევდნენ. შთაბეჭდილება მრჩებოდა და რომ ამ ორ ადამიანს დიდად არ მოსწონდათ ჩემი აქ ყოფნა. შიგა და შიგ ისევ გიტარას გადასწვდებოდნენ, ხოლმე და სხვა და სხვა აკორდებს აჟღერებდნენ საუბრის განმავლობაში. თავს დაბლა დაწევდნენ და ასე ძილმორეული ადამიანივით აქიცინებდნენ მშვიდად. ალბათ ჰარმონია იპყრობდა მათ გონებას. ნანკას ნამდვილად გამოუვიდა, რადგან უდიდესი ინტერესი გამოიწვიეს ჩემში. უკან დაბრუნება სულ გადამავიწყეს. მგონია, რომ ბედნიერება სხვა და სხვა დროს -სხვა და სხვა ადგილას გვიცდის, ჩვენ ის უბრალოდ უნდა ვიპოვოთ. ნეტავ ვიცოდე ღმერთო კიდევ რამდენ სიახლეს მიმზადებ. ფიქრები ისევ, ნანკას აქტიურობამ დამიფრთხო, როდესაც გვერდითა ოთახიდან ლუდის ბოთლებით ხელში "შემონარნარდა". ბიჭები დიდი ოვაციებით შეხვდნენ მას და ბოთლები წინ დააწყვეს.
-მოკლედ - საუბარი ისევ, გეგამ განაგრძო.- ძალიან დადებითი საღამოა ამიტომ მოდით ცოტა გავხალისდეთ. სამ დათვლაზე ერთ ბოთლი ეგრევე დავლიოთ და შემდეგ გულახდილად გავცეთ პასუხები, კითხვებს. რაც უფრო მეტ აზრს გავუზიარებთ ერთმანეთს, უფრო მეტი იდეები დაგვიგროვდება...
-შენთან ვარ... -ხელი გადახვია ვატომ
-აბა... ვსვამთ- თქვა ნანკამ და ბოთლი წამში გამოცალა. შემდეგ ძირს დააწვინა და დაატრიალა. რაღა თქმა უნდა პირველი რესპოდენტიც მე აღმოვჩნდი.
-ესეიგი -ხელები მოიფშნიტა -დღეს შენი დღეა, ლევან. ეს კითხვა ჩვენს, ნანკასაც დააინტერესებს დარწმუნებული ვარ. რისი თქმა გინდა "სიყვარულის ნათელი ფერებით"? რა არის შენი მიზანი?
-თქვენ ნაირ ახალგაზრდებზე ვწერ. მინდა ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენო სიყვარულის არსებობა, რადგან ჩემი აზრით ახლანდელ დროში მისი დეფიციტია. მინდა მეტი ღიმილი და ემოცია ადამიანების სახეზე. მინდა სამყარო ბოროტების გარეშე და სიყვარული ნათელ ფერებში.
უჩვეულოდ საინტერესო სიჩუმე ჩამოწვა. ყველას მზერა ჩემსკენ იყო მომართული შემდეგ კი წამით ერთმანეთს გადახედეს. ვერაფრით გამეგო თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი სანამ მხურვალე ტაშის ფონზე არ გადამეხვივნენ სათითაოდ. გეგას ბევრი აღარაფერი უთქვამს. ჩემსკენ წამოიწია და ღიმილნარევად მითხრა:
-მიხარია, რომ გაგიცანი.
-თქვენზე რას იტყვით?
-მუსიკოსები ვართ-პაუზა ვატომ დაარღვია. -სიმღერებს ვწერთ. ჩვენი მსმენელიც გვყავს და ყოველდღიურად დავეხეტებით აქეთ-იქით. ზუსტად არასდროს ვიცით სად დაგვიღამდება ან სად დაგვათენდება. ყველაფერი დაუგეგმავათ ხდება რაც უფრო საინტერესო ხდის ჩვენს ცხოვრებას. ხალხის ღიმილიც კი საკმარისია იმისთვის, რომ უფრო მეტი და მეტი შევქმნათ. მათ მოსწონთ ჩვენი მელოდიები, ჩვენი ტექსტები. რა საჭიროა იმღერო ისეთი პუბლიკის წინაშე, რომელი კონცერტიც შენ კომერციულ გათვლასა და გამდიდრებას ემსახურება. შენ თავად უნდა მიხვიდე ხალხთან. მათ  უნდა უმღერო და პირადად ჩაეხუტო და ეს არ უნდა გავდეს სცენიდან "გადმოსროლილ" ხელოვნურ ღიმილს. როგორც მწერალმა უნდა მიიტანოს ნაწარმოები მკითხველამდე და მათი გულები დაიპყროს, ისე მუსიკოსმაც უნდა შექმნას მელოდია და უმღეროს ყველგან-სადაც ხალხია და არა რაიმე გარკვეულ ადგილას.
-საოცარია... და ტექსტები?
-წერის დროს საითაც წაგვიყვანს ემოცია... სულ ეგ არის.
  ერთის მხრივ მე მესმოდა მათი. მომწონდა თაობა, რომელიც ერთგვარად გამოეყო სხვა დანარჩენებს. განთავისუფლდნენ ხალხის იმ მასისგან რომლებმაც სულიერი ღირებულები მატერიალურ ინტერესებში გაცვალეს. ზუსტად ასეთ ადამიანები უკარგავენ ყველაფერ ღირებულს, ღირებულ ფასეულობას. ეს თაობა კი იღწვის იმისკენ რათა ათობით ათას ადამიანში საკუთარი გულიდან წამოსული სიტყვა თქვას. რაც უფრო მეტი დრო გადის მით ნაკლებად მაშინებს სიკვდილი, რადგან ვიცი, რომ ჩემი აქ არ ყოფნის დროს იარსებებენ ადამიანები, რომლებშიც უხვად არის ყოველივე ქართული. უბრალოდ დრო სჭირდება მათ გამოსავლენად. მთავარია, რომ მე ვხედავ ამას მათში. მე ვიპოვე ის განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ჩემს ნაწარმოებებში არსებობდნენ. ყოველ შემთხვევაში დღევანდელ დღემდე ასე მეგონა.
-თენდება... -თქვა ნანკამ და წამოსადგომად ხელი გამომიწოდა. -ხომ არ გეძინება?
-ჩემი წასვლის დროა...
-არა, ლევან. ჩვენი წასვლის დროა.
-საით?-დაბნეული მზერით გადავხდე ყველას.
-წინ... ნათელი ფერებისკენ. 
ჩემთვის გამეღიმა და კიდევ უფრო ჩავეძიე. -და ეგ სად არის?
-ხომ გითხარით,ლევან... იქ სადაც ხალხია.



                                                                                                              (გაგრძელება იქნება)
                                                                                                               





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები