ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2017


დაკარგული,აწ ნაპოვნი ლექსები

<><><>
გამორჩეული  ვართ  ჯიშით,
გვიყვარს სამბო და ძიუდო.
ბევრი სმა  ,ცოტა  ვარჯიში,
ჯეკ ლონდონი და  ჰიუგო.

შუადღეს ლისზე  ძუნძულებს,
ქალი,ხან ჩაიმუხლება
და  ბადროსავით  ძუძუებს
არ აძლევს  თავისუფლებას.

სიო უბერავს დიღმიდან,
დარბიან თავგამეტებით.
რა შერჩა,  ვინც თავს  იღლიდა?-
გადაგლეჯილი კედები.

<><><>
მოდიოდა გზაზე ბავშვი,
ხელში –მწვანე მამალოთი.
დედა უცხო  ქვეყანაში
ჰყავდა,
ხოლო მამა–ლოთი.

გზაზე ხურდებს აგროვებდა,
მაგრამ ხურდა არ ეყარა.
იქნებ ამდენ ვარამს  ჯობდა,
ბავშვი შვილად ამეყვანა.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს