ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2009


დასაფიცარო

მე უშენობით
სიცივისგან დავსამარდები,
სითბოს მათხოვრად
გარეული უთვალავ წყვილში,
შენ არ გიკრეფდე -
რაღად მინდა ეულს ვარდები,
ნაძვების ჩრდილში დამასვენე,
ნაძვების ჩრდილში.
არ იყო ჩემი,
ნურვინ მითხრას რაღა ვიწამო,
სხვისას გხედავდე,
ნამთვრალევად,
მშფოთვარე ძილში,
ნუ გამიმეტებ სამარისთვის,
დასაფიცარო,
ნაძვების ჩრდილში დამასვენე,
ნაძვების ჩრდილში...
მერე კი,
როცა მოედებათ ალები შვინდებს
და გაზაფხული
მზეს შეაბამს ცისფერ მარხილში,
ეგ უსასრულო სიმარტოვე
თუ შეგაშინებს,
ნაძვების ჩრდილში გელოდები,
ნაძვების ჩრდილში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები