ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2017


***

შუაღამეზე როცა ღრუბლები
ცაზე შავოსან ნაბადს ჩაიცვამს
ტროტუარებით სავსე ქუჩები
წვიმის დაცემას ისევ აიტანს

შავი ღრუბელი გაწვება ცაზე
შავი პერანგით შესუდრულია
დატოვებს კონტურს ფანჯრის რაფაზე
წვიმის წვეთები ზედ გაივლიან

შუაღამეზე იწვიმებს როცა
და დაასველებს ფოთლებს ცრემლებით
წვიმა ,როდესაც მოგაგონდება
მთელი სიცხადე და იმედები,

გაისმის როგორც უროს დაცემა
სახურავებზე გრუხუნი სეტყვის
გაგეჩხირება სიტყვა სათქმელად
საამებლად ,რომ ოდესღაც ვერ თქვი

ამტვრევ იატაკს,კედლებს ეცემი
შენც შეშლი ხარ, როგორიც წვიმა
ისეთი,როცა შავი ღრუბელი
ცაზე საავდროდ მხეცივით მიწვა

ტოკავდა ვაშლი,ქარი არხევდა
წვიმის დროსაც კი ისევ ქარია
და ტორტმანებდა ტოტით სარკმელთან
ახლა ვაშლები აღარ არიან

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები