ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანა
ჟანრი: თარგმანი
31 აგვისტო, 2017


სერგეი ესენინი - აღარ ვნანობ

აღარ ვნანობ, არ ვტირი, ქრება ტკბილი დროება,
როგორც ვაშლის ყვავილზე თეთრი მტვერის ფიფქები,
ჭკნება შემოდგომური ჟამის მოოქროება,
ახალგაზრდა, არასდროს, აღარასდროს ვიქნები.

შენს ძგერასაც შეაშთობს ჟრჟოლა ცივი ქარების,
გულო, ისე ძალუმად აღარ მიქრის წუთები,
მოჩითული არყები ვეღარ გამახარებენ,
მიწას ფეხისგულებით ვეღარ ვესათუთები.

სულო, მოხეტიალე, მაგ გრძნობების ნავარდი
ბაგეებმა მგზნებარე სიტყვად როგორ აქციოს?!
თვალთა ელვას ჭაბუკურს და ვნებების წყალვარდნილს
ჩემმა ყრმობამ ჩავლილმა თავი ვით დააღწიოს?!

დაცხრა მწველი ოცნება, გადმოეშვა მიწაზე,
მე სიზმარი მეგონა და ცხოვრება ვიტვირთე:
თითქოს დილას ავდექი გაზაფხულის სისხამზე,
ვარდისფერ რაშს მოვახტი და შემოვიჯირითე.

გადავდნებით ყველანი ნისლში წარმავალობის,
ნეკერჩხლიდან თითბერი მიწას დასდის ნებისად,
საუკუნოდ დალოცვილს, შენ ღვთის თანამავლობით,
ამ მიწაზე გაჩენა და სიკვდილი გეღირსა.

Не жалею, не зову, не плачу…»

Не жалею, не зову, не плачу,
Все пройдет, как с белых яблонь дым.
Увяданья золотом охваченный,
Я не буду больше молодым.
Ты теперь не так уж будешь биться,
Сердце, тронутое холодком,
И страна березового ситца
Не заманит шляться босиком.
Дух бродяжий! ты все реже, реже
Расшевеливаешь пламень уст
О моя утраченная свежесть,
Буйство глаз и половодье чувств.
Я теперь скупее стал в желаньях,
Жизнь моя? иль ты приснилась мне?
Словно я весенней гулкой ранью
Проскакал на розовом коне.
Все мы, все мы в этом мире тленны,
Тихо льется с кленов листьев медь…
Будь же ты вовек благословенно,
Что пришло процвесть и умереть.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები