ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2017


$$$

შენ არ გინდოდა გენახა მლეთა
მიუყვებოდი ჭიუხვებს მთების
და მობიბინე ზამბახის ველთა
სიმშვენიერეს თელავდი ფეხით

ქიმზე იდექი,სივრცის მფატრავი
თვალს გატყუებდა ალევის ქედი
რომ ზვირთდდებოდა თეთრი არაგვი
შენ მიაპობდი განიერ მკერდით

შენ არ გინდოდა გენახა ტაო
როცა ისროდა ტალღებს ჭოროხი
და ახლა მხოლოდ თვის ბედთან დაობ
გაგახსენდება მხოლოდ რაც ოხვრით

რაც უძველესი იყო დროება
ძველი მესხეთი და ტაოხები
დაქუცმაცებულ  ახლა კორდებად
ხედავ საკუთარ თავს გაორებით

შენ არ გინდოდა ასეთი ქართლი
გულს გითუთქავდა ფერფლად ქცეული
მიაჭენებდი  ცხოვრების მარხილს
ვითარცა ცხენი საგზლად შებმული

შენ არ გინდოდა გენახა სვირი
როცა ყვირილა ისროდა შხეფებს
ახლა მჭვუნვარე ძველ დროზე ფიქრით
მარაოსავით გაიშლი ხელებს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები