ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
15 სექტემბერი, 2017


ევროპის გაერთიანების ისტორიული კანონზმომიერება

    ევროპის გაერთიანების ისტორიული                                                                                   
                  კანონზომიერება
ევრპოის კავშირის’’  შექმნის აუცილებლობა, დღის წესრიგში მასშემდეგ დადგა, როგორც კი ეს იდეა დიდ პოლიტიკოსთა გონებაში მომწიფდა, თუმცა ის, ნებსით თუ უნებლიედ, გარკვეულ ისტორიულ კანონზომიერებას დაექვემდებარა, რომელიც ,,საღვთო რომის იმპერიის’’  წიაღიდან მომდინარეობს. როგორც ცნობილია, ეს უკანასკნელი შეიქმნა ქრისტეს შობიდან 962 წელს და მისი პირველი დამაარსებელი და მმართველი გახლდათ იმპერატორი ოტო I (812-973 წ.წ.).
საქსონიის ჰერცოგმა ოტო I-მა ქრისტეს შობიდან 936 წელს ააჰენში დაიდგა აღმოსავლეთ ფრანკთა მეფის გვირგვინი. ის გახლდათ ჰაინრიხ I ფრინველმჭერის მემკვიდრე, რომელმაც შეძლო გერმანული ტომების ბავარიელების, შვაბების, ფრანკების, საქსონების გაერთიანება და ფრანკთა სახელმწიფოს საფუძვლის ჩაყრა.
ოტო I-მა დაწყებული საქმე წარმატებით გააგრძელა და აღმოსავლეთ ფრანკთა სახელმწიფო იმპერიად 962 წელს აქცია, როცა რომში პაპის მიერ მოხდა მისი კორონაცია და იმპერატორის ტიტულის ბოძება.  ამ ახალ სახელმწიფოს (იმპერიას) ,,საღვთო რომის იმპერია’’ ეწოდა. მასში  თითქმის მთელი ევროპა გაერთიანდა.
მაშასადამე, ევროპა კვლავ ერთიანი გახდა. კვლავ იმიტომ, რომ მანამდე ეს რომაელებმა შეძლეს. თუმცა იმ განსხვავებით, რომ რომის იმპერიაში შემავალი ტომები, სახელმწიფოები და კავშირები,  სამართლებრივად არ იყვნენ დამოუკიდებელნი და მეტიც, მათში გაერთიანებული სხვადასხვა ხალხი არ სარგებლობლობდა რომაელი მოქალაქის სრული უფლებებით. ფაქტობრივად ისინი მონებს წარმოადგენდნენ, ანდა შეზღუდული უფლებების მქონე პირებს.
,,საღვთო რომის იმპერია’’ (შემდგ. საღვთო იმპერია ავტ.) არ წარმოადგენდა კლასიკურ იმპერიას, რომელსაც ერთპიროვნული მმართველი - იმპერატორი მართავდა. ეს იმპერია  თავისი სტატუსით იყო ფეოდალური წეს-წყობილების მატარებელი სახელმწიფო წარმონაქმნი. მას თავისი არსებობის რვაას ორმოცდაოთხი წლის განმავლობაში, არასდროს მიუღია წმინდა, ეროვნული სახელმწიფოს სახე, რადგან ამ სახელმწიფოს ბირთვი, სხვადასხვა გერმანული ტომები, ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩამოყალიბებულნი ეროვნულ-პოლიტიკური ცნობიერების მატარებელ ხალხად. მეტიც, ისინი ძირითადად ერთმანეთის ქიშპობით და დაპყრობით შემოიფარგლებოდნენ, რაც ერთიანი საარსებო სივრცის თანაბრად გამოყენების შესაძლებლობას საგრძნობლად ზღუდავდა. ტომების (ხალხთა) ნათესაური წარმოშობა და კავშირები, ითელებოდა არსებობის და სხვაზე ბატონობის მსოფლმხედველობით, იმის გათვალისწინებით, რომ დამპყრობელი იყო მტერი, დაპყრობილი - მონა.
თითქოს,  ,,საღვთო იმპერია’’ კომფედერაციას წარმოადგენდა, მაგრამ აქაც იყო საფუძვლიანი განსხვავება, რადგან მასში შემავალი სახელომწიფოები არ სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებით. ჰეგემონიას, სახელმწიფოს მართვის უპირატეს (ექსკლუზიურ) უფლებას, ფრანკები ფლობდნენ. სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობის წესსაც ისინი განსაზღვრავდნენ.
არც ფედერაციული სახელმწიფო გალხდათ  ,,საღვთო იმპერია,’’  რომელიც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, არ ეფუძნებოდა ერებისა და ეროვნებების, აგრეთვე რელიგიურ გაერთიანებებს. ალბათ, ის უფრო, სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობის ყველა ასპექტს აერთიანებდა და მათ ერთგვარ ნაზავს წარმოადგენდა. თავისი ფორმით და არა შინაარსით, რადგან სხვადასხვა იდეოლოგიაზე აღმოცენებული სახელმწიფოები იყვნენ - უფრო საბჭოთა კავშირს ჰგავდა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ  ,,საღვთო იმპერიაში’’ შემავალი სახელმწიფოები: ბავარია, ავსტრია, პრუსია დამოუკიდებლობის წონად ბერკეტებს ფლობდნენ, ვიდრე საბჭოთა რესპუბლიკები.
ზემოთ აღნიშნულ სახელმწიფოებს გარკვეულწილად საგარეო და საშინაო პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმართვის უფლება გააჩნდათ, თუმცა შეზღუდულნი იყვნენ საერთო იმპერიული სუვერენიტეტით და ერთიანი სამართლებრივი ნორმებით.
ჩემი დასკვნა, არ შეიძლება გაგებული იქნას ისე, თითქოს  ,,საღვთო იმპერია’’  წარმოადგენდა ნებაყოფილობით სახელმწიფო გაერთიანებას და მის მთელს ტერიტორიაზე, იდილიური განწყობა სუფევდა. რა თქმა უნდა, არა! ... ეს იყო, ჩვეულებრივი სახელმწიფო წარმონაქმნი, რომელიც თავის თავში აერთიანებდა იმპერიისათვის დამახასიათებელ ძალადობრივი სისტემებისა და სახელმწიფო მართვის ინსტიტუტების ერთობლიობას, მხოლოდ იმ განსხვავებით, რაზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ.
მნიშვნელოვან და თითქმის გადამწყვეტ როლს, იმპერიის განმტკიცებისა და მართვის საქმეში,  თამაშობდა რელიგია, რომელიც კათოლიციზმით იყო წარმოდგენილი და რამდენიმე საუკუნის წიაღსვლით გამტკიცებული. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა ხლოდვიგ I-მა (466-511 წ.წ.), ფრანკთა მეფემ, მეროვინგების დინასტიიდან, ქრისტიანობა აღიარა და მოინათლა.  ამით ის დაუპირისპირდა იმ გერმანულ ტომებს, რომლებიც აღიარებდნენ  არიანელობას.  შემდგომდროინდელი ეპოქებისათვის, სწორედ მისმა არჩევანმა განაპირობა რომის პაპის უფლებრივი სტატუსი, როგორც ქრისტიანული სარწმუნოების დამცველისა და იმპერატორთა (მეფეთა) კორონატორისა. ასე მაგალითად:  ოტო I-ის მიერ გარკვეული პირობის დაკმაყოფილების შემდეგ, რომელიც გამოიხატებოდა იმაში, რომ მას იტალიის მეფის ბერენგარ II-საგან უნდა დაეცვა რომის პაპი - იოანე XII, ის გახდებოდა იმპერატორი და კურთხევას პაპისაგან მიიღებდა. მომავალმა იმპერატორმა, თხოვნა შეასრულა, დაამარცხა იტალიის მეფე და თავზე დაიდგა იმპერატორის გვირგვინი.
ხლოდვიგ I-მა საკუთარი რეფორმებით, საფუძველი ჩაუყარა კარლოს დიდის სახელმწიფოს შექმნას და შემდეგ უკვე ოტო I-ის ეპოქაში,  ,,საღვთო რომის იმპერიის’’ ჩამოყალიბებას. მან გამოსცა კანონთა კრებული  ,,სალიკური სამართალი,’’ ორლეანში მოიწვია საეკლესიო კრება და განსაზღვრა ეკლესიასა და საერო ხელისუფლებას შორის დამოკიდებულება, მათი როლი და ადგილი სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობის სისტემაში.
ერთი სიტყვით, ეკლესია და საერო ხელისუფლება წარმოადგენდა ერთგვარ ტანდემს, რომელთა ფუნქციები ერთმანეთისაგან გამიჯნული გახლდათ, მაგრამ ერთმანეთს ავსებდა. პირველი - ღმერთის, ხოლო მეორე - პირველის სახელით მოქმედებდა და იმპერიის ძლიერებას განამტკიცებდა.
მაშასადამე,  ,,საღვთო იმპერია’’  სამ ვეშაპზე იდგა: იმპერატორის ტუტულზე, რომელიც მას ებოძებოდა ღმერთის სახელით, რელიგიაზე და სახელმწიფო ინსტიტუტებზე.
,,საღვთო იმპერიაში’’  პოლიტიკური, ფინანსური, სამართლებრივი და საერთაშორისო ურთიერთობები,  მოქცეული იყო ერთ სისტემაში და იმდენად დიფერენცირებული, რომ მათ ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ. სწორედ, მმართველობის ასეთი ფორმის შემოღებამ უზრუნველყო, ამ მართლაცდა დიდი იმპერიის დაახლოებით რვაას ორმოცდაათწლიანი სიცოცხლისუნარიანობა. ამასთან, მან განსაზღვრა ევროპის მომავალი კავშირის პერსპექტივაც, იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტი - გაერთიანება (კავშირი), მაგალითის ძალის მატარებელი გახდა. მაგალითისა, რომელსაც მუდმივად ძალუძს თავის შეხსენება და იმის დამტკიცება, რომ, რაც ერთხელ დაიძლია, ის მეორედაც დაიძლევა, ანუ სურვილის და შესაძლებლობის დროში თავსებადობა, სრულიად რეალურია.
რამ განაპირობა  ,,საღვთო რომის იმპერიის’’ წარმოშობა? ... ეს არ გახლავთ მარტივი შეკითხვა და მის გაანალიზებას უამრავი მიმართულება გააჩნია. ზოგიერთზე ჩვენ უკვე ზემოთ ვისაუბრეთ, ამიტომ მივყვეთ მსჯელობას და იმაზეც ვისაუბროთ, რაც ჯერ არ გვითქვამს ანუ დაგვიწერია.
,,საღვთო იმპერიის’’ შექმნას თავისი წინაპირობები გააჩნდა, რომელთაგანაც ყველა მნიშვნელოვანი გახლდათ. ეს ის შემთხვევაა, როცა ,,დეტალიც’’ და  ,,ზოგადიც’’ ერთი სისტემის შემადგენელი ნაწილებია და ამ  სისტემის ქმედითუნარიანობის განმსაზღვრელი. მე-10 საუკუნის ევროპაში, თუ არ ჩავთვლით დიდ ბრიტანეთს, პირინეის ნახევარკუნძულ;ის მცხოვრებთ და აღმოსავლეთ ნაწილს, სადაც განსახლებული იყვნენ სლავები, ძირითადად მონათესავე ტომები სახლობდნენ, რომლებიც ისტორიის წიაღში ამა თუ იმ ხალხად, ეროვნებად და ერად ჩამოყალიბდნენ. მათ გააჩნდათ მსგავსი კულტურა, ენა, რელიგია, საყოფაცხოვრებო მეურნეობა, მოთხოვნილება, ცხოვრების წესი და კიდევ ბევრი რამ საერთო, რომელთა ერთობლიობაც, ზოგადად გარკვეულ კეთილ ურთიერთდამოკიდებულებას წარმოშობდა, მხოლოდ იმის გამოკლებით, რომ ადამიანური სიხარბე, მომხვეჭელობა და საარსებო სივრცის წართმევა-დაპატრონება, როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ, ამ ყველაფერს ხშირად ხელს უშლიდა, მაგრამ კაციობრიობის ცივილიზაციის საერთო განვითარება,  მაინც იმის წინაპირობას ქმნიდა, რომ თუნდაც თავსმოხვეული ბატონობა, ასატანი გამხდარიყო, ხოლო ,,ატანის’’ შესაძლებლობას, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებდა. ეს იყო სამართლის ნორმების ერთგვარი გაჰუმანურება, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, მეცნიერების და ხელოვნების განვითარება, სახელმწიფოს მართვის დიფერენცირება (დეცენტრალიზაცია) და რამდენადაც პარადოქსულად უნდა ჟღერდეს -  ომის წარმოება, რომელიც პროგრესის ერთგვარი კატალიზატორი გახლდათ.
ჩემი მხრიდან, არსებულ სიტუაციაში, ისტორიის მაგალითების უხვად მოყვანის აუცილებლობა, თავის გამოჩენა და ცოდნის კონსტატაცია, ალბათ  მნიშვნელოვანი არ გახლავთ, რადგან, ჯერ ერთი: ევუროპის ადრეული და შუასაუკუნეების ისტორია საკმაოდ კარგად არის შესწავლილი და გაანალიზებული და მეორეც:  ისტორიის დეტალური გახსენება საჭიროებას არ წარმოადგენს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ განვიხილავთ  ,,საღვთო რომის იმპერიის’’  ფაქტორის ,,პოსტ ფაქტუმ’’  გავლენას, თანამედროვე ევროკავშირის შექმნის საქმეში, რომელიც უფრო ფილოსოფიური მსჯელობის და დარღვეული,  არასტანდარტული აზროვნების საგანია, ვიდრე, ცალსახად, პარალელების გავლება ძველასა და ახალ ისტორიას შორის.
აღნიშნულ მსჯელობას, თუ თანამედროვე ეპოქაში გადმოვიტანთ და ერთგვარი შედარებით, საერთო შეხების წერტილებს განუსაზღვრავთ, დავინახავთ, რომ ,,ევროპის კავშირი’’ სხვა არაფერია თუ არა, წარსულის განახლება, ანუ მისი გამეორება დროში.
იდეა, ჩემი აზრით მნიშვნელოვანია. ევროკავშირი ერთგვარი საპირწონეა ისეთი ქვეყნების საპირისპიროდ, როგორებიც აშშ, რუსეთის ფედერაცია, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი გახლავთ. მრავალპოლუსიანი მსოფლიო მეტად დაცულია, ვიდრე ერთ ან როპოლუსიანი და ამას, რაღაც განსაკუთრებული მტკიცებულება, ლემების, თეორემების, ჰიპოთეზებისა და დასკვნების წამოყენების სახით, არ სჭირდება, თუმცა ამ საკითხს, ქვემოთ მაინც შევეხები.
მე, არ შევხედავ ზემოთ ჩამოთვლილ დიდ ქვეყნებს, მტრული თვალით და არ დავახასიათებ ცუდად, რადგან ჩვენს შემთხვევაში, განვიხილავთ არა მათ იმპერიულ, ან თუნდაც ეროვნულ ინტერესებს, არამედ ევროკავშირს, როგორც ისტორიულ ფაქტს, რომელიც ეფუძნება სრულიად რეალურ სისტემას და წარმოადგენს რაღაც სტატუსით,  ,,საღვთო რომის იმპერიის’’ სამართალმემკვიდრეს.
ამისათვის კი თვალი გადავავლოთ ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტს, რომელიც პროექტად დარჩა და ასახვა ვერ ჰპოვა ევროპის ქვეყნების სახელმწიფო-პოლიტიკურ მმართველობის სისტემებში, თუმცა  იდეა - ევროპის კავშირის სახით, შედგა და წარმატებითაც ფუნქციონირებს.
ზუსტი დასახელება ამ საერთაშორისო სამართლებრივი აქტისა გახლავთ;  ,,ხელშეკრულება კონსტიტუციის შემოღებისათვის ევროპაში.’’
2004 წლის 29 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რომში, 25-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციის შემოღებას ევროპისათვის.
აღნიშნული ხელშეკრულება შედგებოდა ოთხი ნაწილისაგან (თავისაგა). პირველი ნაწილი მოიცავდა კავშირის დაფუძნების ღირებულებებს, ევროპის სამართლის სტატუსს, მოკავშირე  ქვეყნებს შორის უფლებამოსილების განაწილებას, ევროკავშირის ინსტიტუტებს და კავშირიდან გასვლის პროცედურას.
მეორე ნაწილი - ფუნდამენტალური სამართლის ქარტიას, როგორც კონსტიტუციის კანონშემოქმედებით ნაწილს.
მესამე ნაწილში ასახული იყო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და მეოთხეში კი - რატიფიცირების პროცედურები.
იყო ერთი საინტერესო გათვალისწინებაც -  ევროკავშირის პრეზიდენტის პოსტის შემოღება, რომელსაც დანიშნავდა შესაბამისი საბჭო ორწელიწადნახევრის ვადით. ის წარმოადგენდა საერთაშორისო ასპარეზზე ევროკავშირს და მის კომპეტენციას ასევე განეკუთვნებოდა სამმიტების მოწვევა.
უნდა შემოღებულიყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაც, რომელიც საერთო საგარეო პოლიტიკას წარმართავდა. 2014 წლისათვის უნდა მომხდარიყო ევროკომისრების რიცხოვნობის შემცირება. ამასთან გაიზრდებოდა ევროპარლამენტის უფლებამოსილებებების არეალიც, რომელიც არამარტო დაამტკიცებდა ბიუჯეტს, არამედ დაკავდებოდა პრობლემებითაც, მოქალაქეთა თავისუფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, სასაზღვრო კონტროლისა და იმიგრაციის ჭრილში. აგრეთვე, ევროკავშირის ქვეყნების სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის საკითხებით.
კონსესუსის პრინციპი უნდა შეცვლილიყო ე.წ. ,,ორმაგი უმრავლესობის’’ სისტემით, რომელსაც ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად გამოიყენებდნენ (გარდა: საგარეო პოლიტიკის საკითხებისა, უსაფრთხოებისა, სოციალური უზრუნველყოფისა, დაბეგვრისა და კულტურისა, სადაც შენარჩუნდებოდა კონსესუსის პრინციპი) და საკითხი გადაწყვეტილად ჩაითვლებოდა, თუ ხმას მიცემდა ევროკავშირის თხუთმეტი ქვეყანა, რომლებიც წარმოადგენდნენ მასში შემავალი ქვეყნების მოსახლეობის 65%-ს.
კონსტიტუციის პროექტი ითვალისწინებდა მოცულობით და სიღრმისეულ გარდაქმნას ევროუსაფრთხოების საკითხებშიც. მასში აგრეთვე ჩართული იყო, ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტია, რომელიც მოიცავდა უფლებების გაფართოებულ სპექტრს. მამაკაცებისა და ქალებისათვის თანაბარი ანაზღაურების სისტემას, ხარისხიან ჯანდაცვას, ხელმისაწვდომობას და სხვ.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა თანაბარი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობდა, ამ  ,,კავშირში’’ მაინც გამოიკვეთა ლიდერი, ე.წ. ჰეგემონი ქვეყანა, რომელიც გერმანია აღმოჩნდა.
რატომ გერმანია? ...
ეს შეკითხვა, ჩემთვის ძნელად გასაგებია იმ თვალსაზრისით, რომ თუ არა გერმანია, მაშ, ვინ? ... და აი, რატომ! ... გერმანია სივრცესა და დროში, სრულიად მომზადებული შეხვდა თავისავე იდეას ... სწორედ, გერმანია!!! ...
გავიხსენოთ გერმანიის ისტორიული ფუნქცია. რომის იმპერიის არსებობის პირველივე დღეებიდან დაწყებული, გერმანული ტომები, რომლებიც განსახლებული იყვნენ ევროპის თითქმის მთელს ტერიტორიაზე, გალეთიდან ვიდრე დნეპრისპირამდე, უთანასწორო და ხანგრძლივ დაპირისპირებაში ჩაერთვნენ. ბრძოლა, რომელიც მათ რომაელებს გამოუცხადეს, არ იყო ბრძოლა მარტო დამპყრობელსა და დაპყრობილს შორის. ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა არამარტო არსებობისათვის, არამედ, მსოფლიო ბატონობისათვის, რადგან ფაქტიურად, კაცობრიობა იმ პერიოდისათვის, წარმოდგენილი იყო ვერაზიული ცივილიზაციით.
რომის იმპერიის არსებობის ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე, მისთვის ისეთი წინააღმდეგობა არავის გაუწევია, როგორც გერმანულ ტომებს. ამ წინააღმდეგობაში მთავარი ის იყო, რომ ბრძოლა გამუდმებით მიმდინარეობდა და არ წყდებოდა მაშინაც კი, როცა რომაელებს ფაქტობრივად დაპყრობილი ჰყავდათ ევროპის მოსახლეობა და საზაო თუ სხვაგვარი შეთანხმება მოქმედებდა. ასეთი არნახული დაპირისპირება, მსოფლიო ისტორიას არც მანამდე და არც მერე არ მოსწრებია. გავიხსენოთ, თუნდაც მარტო, გაიუს იულიუს კეისარი, რომელმაც თავისი ოცდახუთწლიანი ჩრილოური კამპანიის პერიოდში, დაახლოებით მილიონამდე  ,,ველური’’ გაჟლიტა.
მხოლოდ გერმანულმა ტომებმა გაუძლეს რომაელთა ათასწლოვან შემოტევებს, გადარჩნენ, მაშინ, როცა ბევრი ტომი, ხალხი თუ ჯგუფი შეეწირა ამ ბრძოლას და იმდენი ქნეს, რომ 476 წელს წერტილიც დაუსვეს  ,,დიად დაპირისპირებას’’... რომის იმეპია დაეცა! ...
ამის შემდეგ, ევროპაში დროის გარკვეული პერიოდულობით, გერმანულმა ტრომებმა აიღეს ჰეგემონია და ვიდრე 1806 წლამდე, რამდენიმე სახელმწიფოებრივი გაერთიანება შექმნეს. მათ შორის, რვაასორმოცდაათწლიანი  ,,საღვთო რომის იმპერია.’’ მისი დაშლაც ისევ გერმანული ტომის ფრანკების შთამომავლებმა მოახერხეს.
სწორედ ამიტომ, ზემოთ მე სპეციალურად არ ვახსენე საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა, რადგან საფრანგეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბება დაკავშირებულია ფრანკულ ტომთან. შარლ დე გოლმა, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ასეთი რამ თქვა:  ,,ჩემი აზრით, საფრანგეთის ისტორია ხლოდვიგიდან იწყება, ადამიანიდან, რომელიც ფრანკთა ტომმა თავიანთ მეფედ აირჩია, მათვე დაარქვეს ამ ქვეყანას საფრანგეთი.’’
მაშასადამე, დასკვნა ერთია, ევროპაში დიდი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური გაერთიანების ისტორიული სამართალმემკვიდრეობითი უფლება გააჩნიათ: საბერძნეთს (ბიზანტია), იტალიას (რომაელები) და გერმანიას (გამოვდივარ კიდევ ერთხელ იმ დასკვნიდან, რომ ფრანგთა წინაპრები, გერმანული ტომები იყვნენ. ამასთან, ქედს ვიხრი ყველა სხვა ქვეყნის წინაშე და განვმარტავ, რომ მათ ძლევამოსილი იმპერიები არ შეუქმნიათ (ავიღოთ თუნდაც ესპანეთი. გალებს არასდროს არ ჰქონდათ იმპერიული მემკვიდრეობა).
განვიხილოთ, ევროკავშირთან მიმართებაში, მათი ჰეგემონობის საკითხი. ავიღოთ საბერძნეთი ...
ვიდრე საკითხის განხილვას დავიწყებ, კიდევ ერთხელ მოვახდენ ჩემი აზრის კონსტატაციას და განვმარტავ, რომ პატივს ვცემ ყველა ევროპულ ქვეყანას და არ ვაკნინებ მათ როლსა და ადგილს თანამედროვე ევროპის განვითარების საქმეში. არ გამაჩნია არავითარი ვალდებულება რომელიმე ქვეყნის მიმართ, არ ვმოქმედებ, როგორც დაინტერესებული პირი და არ ვახდენ იმპერიული სულისკვეთების პროვოცირებას ... ღმერთმა დამიფაროს! ...
მაშ, ავიღოთ საბერძნეთი. ისტორიულად, როგორც დიდი იმპერიის სამართალმემკვიდრე, მას შეუძლია ლიდერის როლის საკუთარ თავზე აღება და ევროკავშირის საზღვრებში ჰეგემონობა, მაგრამ დღეის მდგომარეობით, მისი ეკნონომიკურ-პოლიტიკური სტატუსი მას ამის შესაძლებლობას უზღუდავს. თუ გავიხსენებთ, სულ მცირე დროის წინ, ის თავად გახდა დახმარების ობიექტი, ევროკავშირის მხრიდან.
გადავიდეთ იტალიაზე. აქ ჯერ გასარკვევია, რამდენად არის ეს ქვეყანა, რომის იმპერიის სამართალმემკვიდრე, რადგა, იტალიკები არ წარმოადგენდნენ ძველ რომაულ ტომებს და მათ საერთო წარმომავლობა არ გააჩნდათ. ამიტომ ამ საკითხის საბოლოო გარკვევამდე, ნაბიჯის სხვა მიმართულებით გადადგმა შეუძლებელია.
ევროპაში დაგვრჩა კიდევ ერთი ძლევამოსილი და უძველესი სახელმწიფო - დიდი ბრიტანეთი (ინგლისი).

              (გაგრძელე4ბა იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები