მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
დიდება უკრაინას !!! * * * Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ზაზა22
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2017
არლეკინი
არლეკინი
ტირის სევდიანად ჩემი არლეკინი…
უკვე აღარ შველის ჩემი მოფერება,
უგზო-უკვლოდ დავალ შენგან განდევნილი
წლებში დაკარგული ჩუმი მოჩვენება.
ქარი აზუზუნებს ვიოლინოს სიმებს,
ხემი გადაიმტვრა შენი შემოტევით,
ღმერთო კაცის გული რამდენ ტკივილს იტევს
ასე ურჩევნია მაინც მოგონებით.
ეძებს გარიჟრაჟშიც ნაცნობ სიმფონიას,
და თუ შეადარა მაშინ დამშვიდდება...
ასე უმკვლავდება სიკვდილს სიცოცხლიანს,
ასე ყველაფერი თითქოს ავიწყდება.
ტირის სევდიანად ჩემი არლეკინი
უკვე აღარ შველის ჩემი მოფერება
უგზო-უკვლოდ დავალ შენგან განდევნილი
წლებში დაკარგული ჩუმი მოჩვენება.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
4.
გაიხარე....
გაიხარე....
ზაზა22.
2017-11-05 20:29:04
3.
ასე უმკვლავდება სიკვდილს სიცოცხლიანს,
წლის ფრაზაა, ნამდვილად. 5.
ასე უმკვლავდება სიკვდილს სიცოცხლიანს,
წლის ფრაზაა, ნამდვილად. 5.
ნეფერტარი.
2017-10-29 19:12:20
2.
მადლობა ემილი :)
მადლობა ემილი :)
ზაზა22.
2017-10-28 08:31:11
1.
ძალიან კარგია.
ძალიან კარგია.
ემილი1999.
2017-10-25 13:59:12
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
06.02.2023 03:09:29