ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2017


* * * (არაფერი)

ისეთი უაზროა ყველაფერი,
ისეთი უაზროა,
როგორც ეს წვიმები და სტრიქონები
ამინდზე დაწერილი,
ხელახლა დაიბადე,
ცხოვრება ჩაიქნიე,
ხელები დაიბანე,
და იქნებ გზა გამოჩნდეს
და იქნებ გზა გამოჩნდეს,
ურმით რომ აყირავდე.

ისეთი უაზროა ყველაფერი,
ისეთი არაფერი!
და ისე გასამარებს,
როგორც ეს ქალაქი
ბავშვობის მისამართებს.
შემინდე უფალო და
შეუნდე ჩემს გაფანტულ ნაწილაკებს,
შეგვინდე ლაწირაკებს,
რაც შენთან/ჩვენს თავთან ვიკამათეთ.

შემინდე, დაღამდა და
აღარ მინდა ამდენი დაღამება,
რა ჩემი ბრალია თუ
რა ჩემი ბრალია თუ
ნელ კვდომას ვეღარ ვითმენ
და ყოფნა აღარ მინდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები