ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2009


ბექა ახალაიას

გუშინ ღამესთან ფიცვერცხლი ვჭამეთ,
ჭიქა ავწიეთ,თითოც დავლიეთ,
სიჩუმე იყო,სიწყნარე იყო,
ჩვენ კი ძმობაზე სიტყვები ვქარგეთ.

ხელებს ვირტყამდით მუხლებზე ძმები,
და ვხარხარებდით წარსულ ამბებზე,
იქვე დარაჯად ტირიფი იდგა,
ის იყო მოწმე ჩვენ სიწმინდეზე.

უცებ ვდუმდებით,უცებ ვდინჯდებით,
ჭიქას ავიღებთ კვლავ ხელში ძმები.
"მოდი ახალი", და ისევ ვთვრებით
ისევ გავხდებით ბახუსის ყმები.

გუშინ ღამესთან ფიცვერცხლი ვჭამეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს