ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
8 ოქტომბერი, 2017


მიშველე, მამა!..

საავადმყოფოს პალატა...
საწოლზე - ფერმიხდილი ავადმყოფი...
საწოლის ცალ მხარეს ტუმბოა, ერთი ბოთლი წყლით,  მეორე მხარეს - შტატივი, წვეთოვანის რეზერვუარებით...
- მტკივა! - მაგრამ ნათქვამი არავის ესმის.
თქვა თუ მხოლოდ გაიფიქრა?
- მიშველეთ! - ამოიყვირა...
ვერც ეს გაიგონეს!
- მამა, მიშველე! - გამშრალი ტუჩები აამოძრავა. 
ვერავინ შეამჩნია...
* * *
თეთრ, მბრწყინავ ნისლში ჩაიძირა ოთახი.
ნისლი თვალდათვალ გამკვრივდა, წყალივით...  ნისლში შეცურდა...  ვერ ხედავდა, საით მიცურავდა. მხოლოდ გრძნობდა, რომ სიღრმისკენ ანდამატივით იზიდავდა რაღაც. მიზიდულობის ძალას ემორჩილებოდა.  ესიამოვნა ნისლში ცურვა, აღარაფერი სტკიოდა!
მანათობელი წერტილი დაინახა, რომელიც ადამიანის ფორმას იღებდა!
- მამა?!  დამიცადე, მოვდივარ!
- ახლავე დაბრუნდი... ჯერ ადრეა შენი მოსვლა.
- ვეღარ დავბრუნდები,  მამა!
- გამომყევი, შვილო!  გაგიყვან!

    *  *  *
- ექიმო, ავადმყოფმა თვალი გაახილა!
- გესმის ჩემი? თვალებით მანიშნე...
- დავბრუნდი?!... - ამოიკვნესა, რადგან სიცოცხლესთან ერთად დაბრუნდა ტკივილიც...


2017.07.04

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები