ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2017


აჭარის სიო

ქარის შრიალი აწვება ჭადრებს
უხმოდ  მოისმის ქვითინი სიოს
მიწა მწერებმა ბოლომდე  დახრეს
მხოლოდ ვერ სძლიეს ციხეს  გონიოს

აამეტყველებს ზვირთებს ჭოროხი
მის შესართავთან დგას აფსაროსი
წამოუბერავს სიო აჭარის
შავ ზღვას გადივლის, ვით ალბატროსი

მალვით მოივლის მხარეს ჭანეთის
ლოცვას მოყვება როგორც მატათა
ზეაღმართულა ზღვაზე    პალმები
ჭია - პეპლები  დაქრის  ფანართან 

მზეს შავი კუპრი გადაეფარა
ფართო ფანარი ანათებს ღამეს
სძინავს  ბათუმსაც  კურთხეულ ქალაქს
არ ძინავს მხოლოდ  ციხეს გონიოს

შავი რკალები ცას ახვევია
როგორც ამ  მიწას ჭია -პეპლები
მაღლა მთაა და დაბლა ხევია
გაღმა მინდორზე ყრია ბელტები

ქარი მოჰყვება ლოცვად არიას
თითქოს რაღაცას ჩუმად ბუტბუტებს
ცაში გაისმის ავემარია
ჩამოეკიდა  სიო კუნწულებს

საწუთრო ნიშნად ძღვნად სიკეთისა
მიედინება ვით  კაკამარი
ხოლო გონიო მბზინავ  ელვისფრად
დაფარულია ვით ცის კამარით

სიო  უბერავს, ღამით  ღრუბლები
მოერეკება ვით შავი ლავა
დგას ხეივანი პალმის ხეებით
მწვანე ფოთლები იწვება ქარვად

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები