ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: საბავშვო
1 ნოემბერი, 2017


გოგონა და პეპელა

ერთხელ, ერთმა გოგონამ
დაიჭირა პეპელა,
მოიქცია მუჭაში
ეფერა და ეფერა.
სუსტი ფრთები უეცრად
ექცა ძლიერ ხელებად,
გოგო უცქერს ღიმილით,
მშვიდად, აუღელვებლად.
მაღლით ზეცა უცინით,
დაბლით მიწა ებევრათ,
და გოგონა ასწავლის
მზეზე სულის შებერვას.
მერე ეკამათება,-
(სურს პეპლისებრ შეფერვა),
-ისეც დედოფალი ხარ,
ახლა იყავ მეფე, რა ?!
თამაშობენ მინდორში,
ფარფატებენ ნელ-ნელა,
გოგოს  ჭრელი ფრთა-ხელით
ხელს არ უშვებს პეპელა.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები