ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2017


შემოდგომაა თუ ფოთოლცვენა

შემოდგომაა თუ ფოთოლცვენა
ღრუბლის ჯარები ტორავენ ქალაქს
კოკისპირულად წამოვა წვიმა
თითებს ისველებს აივნის კართან
გაივსებიან და ორმოები
დამსგავსებიან წყლით სავსე ფინჯანს
ეს შევერცხლილი საღამოები
დაგელოდება ამ კარის მიჯნა
ბაღში ხეხილი ოდეს ჰყვაოდა
ცეცხლწაკიდებულ ნაფაზად იწვის
ჩაჰკონებია სუსხი ბაობაბს
მრუდედ ესობა  ამ ღამეს ხიჭვი
შემოდგომაა თუ ფოთოლცვენა
საღამოებით ივსება ღამე
და შორეული ის მოგონება
ამ კარის იქით დახუჭავს თვალებს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები