ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პროზა
3 ნოემბერი, 2017


დაქუცმაცებული ფიქრებიდან (ძმა)

"საკვამურიდან ამოდის ეული კვამლი. მოდის ზამთარი და ჩემი ძმა ტყეში მიდის, ცეცხლიც რომ არ ჩაქრეს სიცოცხლეჩამქრალი სახლის."
მე დღეს ჩემი ბავშვობის სახლში ვიყავი, სახლს ჩამქრალი თვალები ქონდა, ეზოს სიმარტოვის სუნი. ჭიშკარი ძმამ გამიღო და გამახსენდა, რომ ამ ჭიშკარს მამა აღებდა, მის ზურგს უკან კი მისი დიდი და მხიარული ოჯახი იდგა.
ახლა ძმამ გამიღო, მის ზურგს უკან დედის მოლოდინჩამდგარი თვალები დავინახე, ჩემს დანახვაზე რომ აუწყლიანდა.
- ნუ გეშინია, კარგად არისო, ჩამჩურჩულა ძმამ, უბრალოდ უნდოდა, რომ მოსულიყავიო.
უბრალოდ...
მისთვის კი ეს წუთები სიმშვიდესთან ასოცირდება.
ძმა მასთანაა, მაგრამ უნდა რომ მეც ვიყო, ყველა იყოს და სახლი ხმაურობდეს.
არ ვიცი რამდენ ხანს გაყვება სიმშვიდედ ეს რამოდენიმე საათი დედას. წამალი ვუყიდე, მაგრამ ის წამალი, მას რომ უშველის აფთიაქში არ იყიდება, ის ჩემში და ჩემს ძმებშია, ის ჩემი და ჩემი ძმების შვილებშია,
მას ვერ იყიდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები