ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
8 ნოემბერი, 2017


სათაურის ძიებაში.

  პირველი სიტყვების მოძიება და მისი წინადადებად ქცევა ყოველთვის მიჭირდა. დროსთან ერთად უამრავი იდეა მიტრიალებდა გონებაში და ამდენივე პროზა მრჩება დაუსრულებელი. ახლაც იგივე მდგომარეობაში ვარ! შეიძლება ერთ წინადადებას საათობით ვუყურო ხოლო გამთენიისას მივხვდე, რომ საერთოდაც არ უხდება იმ ყველაფერს რის დაწერასაც ვფიქრობდი. დიდი ხანია არაფერი დამიწერია და ეს არის  ჩემი პრობლემა. არ შემიძლია უბრალოდ დავჯდე და ერთი ამოსუნთქვით შევქმნა ნაწარმოები. ყველაზე გულწრფელი შენს ხელოვნებასთან უნდა იყო, რათა მკითხველამდე ის ზუსტი ემოცია მიიტანო, რასაც წერის დროს განიცდი. არც იმას ვფიქრობ, რომ რაიმე ღირებულს ვქმნი. უბრალოდ წერა დიდ ბედნიერებას მანიჭებს და თუნდაც რამოდენიმე ადამიანის სახეზე სასიამოვნო ღიმილის შემჩნევაც საკმარისია იმისთვის, რომ მივხვდე- ის ჩაწვდა ნაწარმოების არსს. 24 წლის ვარ, მაგრამ ვცდილობ ისე არ ვიცხოვრო როგორც ყველა. სიახლეების მოყვარული ვარ და მიყვარს გამუდმებით, როდესაც რამის ძიებაში ვარ. არა ერთხელ შემიცვლია სასწავლებელი, სამსახური და საცხოვრებელიც. ერთფეროვნების საზღვრებში არასდროს ვექცევი. ყოველთვის ვცდილობ თავისუფალი დრო გამოვნახო და ვიხეტიალო საქართველოს ულამაზეს კუთხეებში. ამას ხშირად ვახერხებ, თითქმის ყოველდღე... ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გარშემო არიან მეგობრები, რომელებიც ყოველდღიურად ცდილობენ რათა ერთმანეთი ვნახოთ და დღემ უბრალო სატელეფონო მოკითხვით არ ჩაიაროს. ჩემ შეგნებულ ცხოვრებაში კი იშვიათად მახსენდება დღე, როდესაც მეგობრებთან ერთად არ მისაუბრია ჩემი სახლის ეზოში. შეკრებებს მიზეზი არც სჭირდება. ტელეფონს რაც შეეხება ...  უბრალოდ არ მაქვს. მატერიალურ ინტერესებზე დამოკიდებულ ადამიანებს ვერ ვუგებ. სამსახური არასდროს მიძებნია მაღალი ანაზღაურების მიხედვით, არა და 17 წლიდან ვმუშაობ და ეს მახარებს. ვიცვლიდი პროფესიებსაც. ჟურნალისტობა იყო და არის ჩემი ოცნება, თუმცა ჯერჯერობით არ ხერხდება. 
მაქვს ოცნებები და მიზნები და არა იმედები! იმედი მხოლოდ საკუთარი თავის მაქვს. ცხოვრებაში ჩემთვის გზა არავის გაუმარტივებია და არც მე მქონია სურვილი ვინმეს ძალისხმევით მოვხვედრილიყავი სადმე კარგ ადგილას. მარტივად მოპოვებული არაფერი მხიბლავს. მშობლების უდიდესი პატივისცემა მაქვს, რადგან მშობელზე ძვირფასი შეუძლებელია ვინმე გყავდეს ამ ქვეყნად. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რომ რაოდენ დიდი გაჭირვებაც არ უნდა იყოს ჩემს საქართველოს არასოდეს დავტოვებ. უფალმა უხვად მოიღო წყალობა ჩემზე, რომ ქართველი მქვია ხოლო თუ ცხოვრებაში რაიმე ღირებულს შევქმნი მინდა ეს ჩემს სამშობლოში მოხდეს. იმ თაობასთან ერთად, რომელებიც ჩემს გარშემო არიან და რომლებშიც რთულად, თუმცა მაინც შესამჩნევია ქართული სულისკვეთება. მახსოვს ბნელი 90-იანები, მახსოვს "მეცხრე ბლოკის" ეპოქა, მახსოვს აივანთან თითის წვერებზე დამდგარი ძლივს ვიყურებოდი,ხოლმე და ვხედავდი თუ, როგორ გარბოდნენ "აკუმლიატორით" ხელში მაშინდელი "კულინარიელები" . მერე იყო სხვა ეპოქა, შემდეგ კიდევ სხვა და ასე იცვლებოდნენ ჩემს თვალწინ "დიადი მაღალჩინოსნები" . რატომ უნდა ვლაპარაკობდე 24 წლის ბიჭი პოლიტიკაზე?! მაგრამ გარშემო ხომ ყველაფერი ყვითელი პრესიითან "გადაყვითლებული". ასე იყო ყოველთვის.
  ... ვნახე სიცივეც, ვნახე გაჭირვება, გამომეცალნენ ძვირფასი ადამიანები, ვნახე განუკითხაობა, ....მე ვარ ადამიანი, რომელმაც თავის საუკეთესო მეგობარი ავტოკატასტროფაში დაკარგა, და ამის შემდგომ ვხედავ თუ, როგორ ჩვეულებრივ ითხოვენ რაღაც "სისულელის" ლეგალიზაციას, როგორ გააქრეს სკოლებიდან რელიგიის გაკვეთილები, როგორ ებრძვიან ეკლესიას, როგორ მიაყურადეს ქართული ხელოვნება, როგორ იკარგება ტერიტორიები, როგორ იხოცებიან საზარბაზნედ ხორცად გამეტებული ბიჭები საზღვრებს გარეთ, როგორ ივიწყებენ ქართულ მართლწერას, როგორ ივიწყებენ ქართულ ისტორიას. ყელში სიბრაზე მახრჩობს, რომ ილიასა და ვაჟას ქვეყანაში, ვეფხისტყაოსნის სამშობლოში, გამოდის ვიღაც ჭაბუკი და ლეგალიზაციისთვის იბრძვის იმის მაგივრად, რომ სამშობლოს უკვდავებისთვის იბრძოლოს.
  სიტყვა- საქართველოს გაგონებაზე ტანზედ ჟრუანტელი მივლის და უბრალოდ მტკივა ის რასაც ვხედავ. მტკივა, როდესაც ვხედავ იმ უამრავ ნიჭიერ ახალგაზრდას და არა მხოლოდ ახალგაზრდას, რომლებიც ამ ქაოტურმა ტალღამ გადაფარა და განწირულები არიან დასაკარგავად. მხატვარი-მშენებლად, მწერალი-მძღოლად, მსახიობი -დამლაგებლად და ასე დაუსრულებლად.
  არ მინდა 2017-ში ვთქვა "რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!"
მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ საქართველოს ვერადროს ვერაფერი წალეკავს. ვერასდროს დააჩოქებენ და ვერასდროს შეცვლიან. ჩვენ მაინც ისეთები ვიქნებით, როგორმა ძალამაც აქამდე მოგვიყვანა. ქართული სულისკვეთება იყო, არის და იქნება.
საქართველოს სიყვარულით!
საქართველოს სახელით!

08.11.2017
გიორგი ყელბერაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები