ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
21 ნოემბერი, 2017


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი XI )

                                                                                                      ***
    ნუ შეგაშინებს სამყარო, რომელიც სავსეა ათასგვარი აზრით. განაგრძე ცხოვრება შენს ოცნებებთან ერთად, ასწავლე ადამიანებს შიშის დაძლევა, ხოლო დიდების მწვერვალისკენ მიმავალი მიხვდები, რომ შენ თავად ხარ სამყაროს აზრი. ეს კი უნდა დაიმსახურო შენი იმ აზროვნებით, რომელიც ყველაზე ახლოს არის ჭეშმარიტებასთან. შენი ადგილი არის იქ სადაც შენ შეძლებ სიცარიელისა და სიმარტოვის შევსებას - სიყვარულითა და სითბოთი. ასეთი ადგილი ადამიანების გულებია. დააფასე ისე შესაძლებლობა, რომლის ძალასაც შეუძლია მათი გულების სამარადისოდ ფეთქვა. ნუ გააკეთებ რაღაცას წარმატებისთვის. მის მოსაპოვებლად ყველანაირი ხერხის გამოყენება არ იქნება მართებული. ეს არის გზა, რომელიც ისე უნდა განვლო, რომ უკან მოხედვისას არაფრის შეგრცხვეს. წარმატება კი გზად შემოგხვდება იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმემ ვინმეზე მეტი იცის, უბრალოდ, როდესაც ადამიანებში სიყვარულის მოპოვებაზეა საქმე მაშინ ცივი გონებით მოქმედება არ შეიძლება. გულს უნდა მიჰყვე მათი გულებისაკენ. ამ შემთხვევაში ჩემი ძალა კალამია, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას ემოციები ფურცლებზე წინადადებებად ვაქციო. კითხვისას კი ამ ემოციებს მრავალი ათასი ადამიანი იგრძნობს და სწორედ მაშინ მე ვიქნები ის ძალა, რომელიც მათი გულების ფეთქვას კიდევ უფრო გაახშირებს. წინადადებიდან ემოციებად პიდაპირ მათ სულებში განვსხეულდები. ეს პირადია აზრია, რადგან ცხოვრებაში ჩემს თავთან უფრო მეტი დრო გამიტარებია მარტო, ვიდრე ხალხის გარემოცვაში. გვიან შემოღამებულს ხშირად მიფიქრია უამრავ რამეზე და მივხვდი, რომ ცხოვრებისეული გამოცდილება ეს არ არის ის "რაღაც" რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. მე ყოველთვის ვიყავი და ვარ მარტოსული მწერალი და სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველაზე მთავარი ეს სწორი ხედვაა. რამდენად მარტივად ანსხვავებ ერთმანეთისგან ცუდსა და კარგს?! რამდენად სიღრმისეულად სწავლობ ცხოვრებას სხვის შეცდომებზე?! სწორი ხედვაა ის ნიჭი, რომელიც გიმარტივებს დაუბრკოლებლად არსებობას. არც არსად მისწავლია და არც კვალიფიკაცია ამიმაღლებია რიგით დაწესებულებაში. ფიქრთან ერთად კითხვაც ყოველთვის მხიბლავდა. ვერც წიგნიერების გარეშე შეიცნობ სამყაროს, რომელიც  გაინტერესებს. წერის თავისებურება კი ყოველთვის იქნება მიზეზი რათა ვიარსებო. უამრავ კითხვაზე - პასუხი სწორედაც, რომ საკუთარ თავში ვიპოვე. და ის შეხედულებები რასაც ვუზიარებ ხალხს ჩემმა სწორმა ხედვამ დამანახა, რადგან სურვილი მრავალფეროვანი ცხოვრებისაკენ სურვილად დარჩა არც კი გასცდენია ჩემი ოთახის კედლებს. სამაგარიეროდ ამ კედლებს ახსოვთ ყოველი ის დღე, როდესაც ჩემს საყვარელ საქმეს ვემსახურებოდი - მწერლობას.
    საოცრებაა ყოველივე ის რაც, ჩემს თავს ხდება ბოლო ერთი თვეა. მარიამი, გოგა, ნანკა, ვატო და გუგლიკო, არიან ის ნათელი ფერები რომლებმაც ააკაშკაშეს ჩემი ცხოვრება თავიანთი არსებობით. უბედნიერესი ვარ ყველა იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ ბედნიერების აღქმა. შესაძლოა ყოველ ჯერზე, როდესაც სარკეში ვიხდები ჩემი სახე სულ უფრო და უფრო ფერმკრთალდება, თუმცა თვალებში ღვივდება ცეცხლი რაც მახსენებს ჩემი ბედნიერების მიზეზს. მიზეზი კი ეს ადამიანები არიან ჩემს გარშემო. რა რთულია, როდესაც არ შემიძლია სიყვარულის საჯაროდ გამოხატვა, არ შემიძლია პირადად ვუთხრა მათ, არ შემიძლია სათითაოდ მოვეხვიო, არ შემიძლია ვიყვირო, რომ მიმიფურთხებია დარჩენილი დღეებისათვის, რადგან მე ბედნიერი ვარ ისე როგორც არასდროს და მწყურია ცხოვრება, როგორც არასდროს. ვაჯობე საკუთარ თავსაც და გავხდი ის რაც რეალურად ვარ. ამის შემდგომ ნუთუ სიკვდილს შეუძლია ჩემი შეჩერება?! ეჭვი მეპარება მის შესაძლებლობებში, რადგან გული რომელიც ჩემს მკერდში ფეთქავს სამარადჟამოდ იარსებებს და აღარასოდეს შეჩერდება. ჩავთვალოთ, რომ ბუნების კანონებიც ვერაფერს დააკლებენ მას. სიკვდილო გირჩევ ტყუილად ნუ მოცდები! რადგან ჩემი გული - ეს ჩემი უკდავებაა. ოდესმე კი აუცილებლად შევხვდებით. შენ ჩემი სახლის კარებთან დამიდარაჯდები. მე კი კალმით ხელში მშვიდად დაველოდები შენს შემოსვლას. და როდესაც ეს მოხდება... ფურცელზე მკრთალად და გარკვევით დაგიწერ. "სხეული შენია - წაიღე. სული კი პატარა ნაწილაკებად დაიშლება, რომლებიც უამრავი ადამიანთა გულებისაკენ გაემართებიან  მათში დასაბინავებლად და ჩემი უკვდავების განსამტკიცებლად"

                                                                                                                              ***

  ქუჩა-ქუჩა ხეტიალის შემდგომ თბილისის ერთ-ერთ მეტრო სადგურში აღმოვჩნდით. გათენებასაც არ დაელოდნენ, როდესაც გუგლიკომ თავის საყვარელი "კენგოლი" მათ წინ დადო და უკვდავი ქართული ჰანგები ააჟღერეს გიტარის თანხლებით. ნანკას ჩონგური ჰქონდა წამოღებული და ასე ერთმანეთის მონაცვლეობით მღეროდნენ სხვადასხვა სიმღერებს. ღიმილი წუთითაც არ მოშორებია მათ სახეებს, ხოლო ხალხის ნაკადის მომრავლებასთან ერთად სულ უფრო მეტი ემოციით უკრავდნენ და მღეროდნენ რასაც მსმენელის ოვაციებიც თან სდევდა. ქუდი სულ შხრიალით ივსებოდა მათ თვალწინ. ადამიანები სიმღერის დასრულებასაც კი არ აცდიდნენ მათ. ახალგაზრდა გოგოები ხომ საერთოდ. გეგას ხან, რომელი მათგანი ეხვეოდა და ხან რომელი. ბევრი აშკარად იცნობდა კიდეც მათ "რეპერტუარს". ვიდექი ჩემთვის ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი და ჩემ თავს გამუდმებით ერთასა და იმავე კითხვას ვუსვავდი. ნეტავ რაში სჭირდებათ მათ ეს ყველაფერი თუ მატერიალური არაფერი აინტერესებთ?! ის ფული კი რაც დღის ბოლომდე შეუგროვდათ, საარსებოდ რამოდენიმე დღე ნამდვილად ეყოფოდათ. დაღლის არაფერი ეტყობოდათ. მეტროს შემდგომ ჩამოდგომამდე სადგური არა ერთხელ ივსებოდა. იმ ადგილას კი სადაც ისინი მღეროდნენ მგზავრების გადაადგილება ჭირდა, რადგან ყოველ ხუთ წუთში სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ემატებოდა. "ვიცეკვოთ, ლევან ვიცეკვოთ!" - ხელი მომკიდა, ნანკამ და პირდაპირ ხალხის შუაგულში აღმოვჩნდით. ბიჭები კიდევ უფრო მეტი მონდომებით ასრულებდნენ ყველაფერს ისე, რომ ყელზე ძარღვებიღა დაეჭიმათ. მე, როგორც ყოველთვის გაურკვეველ მოძრაობებს ვასრულებდი, თუმცა ნანკას სიგიჟე ჩემს უნიჭობას აშკარად ჩრდილავდა მაყურებელთა თვალში. ხან ცერებზე დადგომა მოვისურვე, ხან კი ილეთის გართულება მაგრამ რაც ჩემი არ არის- ეს ცეკვაა. საკუთარ თავზე თავადვე მეცინებოდა. ხალხი კი პირიქით მგულშემატკოვრობდა და ტაშის ხმაურს უმატებდნენ. ნანკა ირგვლივ ვერც ვერავის ამჩნევდა. ჩემს გარშემო ტრიალებდა და თვალებ დახუჭული ხელებს დაანარნარებდა ჰაერში. შემდეგ ისევ ხელს ჩამკიდებდა ხოლმე ძლიერად, რომ არ მოვდუნებულიყავი. ამათი რა მოგახსენოთ...მე კი მართლაც დავიღალე (ღიმილი). გულში მიკრავდნენ და მკოცნიდნენ. ზოგი თავისკენ დამქაჩავდა და ყურში ჩამჩურჩულებდა ხოლმე, ნანკზე: "თვალებში შემოქციცინებსო". გულში კი ვფიქრობდი -მაგას თვალები სულ ეგრე უბრწყინავს-თქო. დღის ბოლოს ემოციური ტაშის ფონზე დაასრულეს კიდეც გამოსვლა. სათითაოდ ყველას გამოემშვიდობნენ და თბილისის ქუჩებისაკენ გადავინაცვლეთ ცეკვა-ცეკვით. იმაზე ფიქრი თუ რისი მიღება გვსურს ცხოვრებისაგან გამოსავალი არ არის! საკუთარი თავის ძიებაა რთული, რომელიც ჩვენში - ჩვენს ოცნებებთან ერთად გვიცდის აღმოსაჩენად.

                   

                                                                                                              (გაგრძელება იქნება)




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები