ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2017


“მიწა ვიყავ და მიწად ვიქეც”.

“მიწა ვიყავ და მიწად ვიქეც”.

მერყევი ქარში, როგორც ტირიფი
ვდგავარ და ხელებს გიწვდი...
მიწას ჩაზრდია ჩემი უწყლო ფესვები,
სიკვდილის ჭია ხრავს ტოტებს,
ქარმა წაიღო და მეწყერად მოვარდა ტკივილი....
/ცრემლი რა მოსატანია/...
„მიწა ვიყავ და მიწად ვიქეც“.
არა იმრუშო,
არა კაც კლა,
არა იქურდო...
და მაინც...
სიკეთემ ბოროტება მოისხა ნაყოფად
და ევამ აცდუნა ადამი.
მე ნეკნად ვიქეცი..
მტკივნეულ ნეკნად შენთვის.
სიკვდილის ჭია გაიზარდა და დახრა ძარღვები....
და მე უფრო ადრე მოვკვდი
ვიდრე უკანასკნელი იმედი,
“მიწა ვიყავ და მიწად ვიქეც”.
ფესვები - ჩემი საზრდო და ტკივილია,
ტოტები - ჩემი უღონოდ დახრილი ხელები,
ნუ დამკრავ ნაჯახს...
იქნებ ავფეთქდე გაზაფხულივით
და შენს ფანჯრებთან დავიყვავილო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები