ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2017


პოეზიის დილეგი

1.

მე პოეზიის დილეგში ვიშვი
სასაფლაოზე ქარმა დამსუსხა
მუგუზალივით ეს გული იწვის
შენი ბრმა გულის დამსვი აშუღად

მასვი მე შენი ტკბილი ჭაშნიკი
სატრფოვ დამდაგე ტკბილი ბაგითა
გული გაშავდეს მსგავსად ნახშირის
შენი მშვენებით მთვარეც დაღლილა

ვეჩურჩულები გარდაცვლილთ სულებს
მე პოეზიის ალალი პირმშო
დასავლეთისკენ მთვარეს გავყურებ
და გამოკეტვას საკანში ვშიშობ

ახლა დამფრთხალი ვარ ირემივით
მოძმეთ სიკვდილი მაშინებს დღესაც
ჩემი გულია და ვიდრე მიმძიმს
სამარიდანაც მოისმის  ფეთქვა

კალამს შევმართავ, როგორც გლეხი თოხს
ლექსებს მოვიმკი როგორც  ყანასა
როცა მთაწმინდა მისთან მიმიხმობს
თუნდ ბაიკალის ტბაც კი დამშრალა

ცახცახებს ღამე, ვით ათინათი
ირხევა მუხის დამჭკნარი ტოტი
მისი  სიდინჯით და მარიფათით
კოდალასავით ნიავი მკორტნის

იალქნებივით გამოწვდილ ხელებს
ესალბუნება ნახევარ მთვარე
მძიმე ლოდივით ვეხები მიწას
და  პოეზიის  საკანი გავხსენ


  2.

ვხედავ საფლავებს ძირს დავარდნილებს
თითქოს ქუჩაში დაეცა ბავშვი
და როცა თვალი ძლივს გავახილე
საბრალო იყო ეს გული მაშინ

და გადავფურცლე ფოლიანტები
მე პოეზიის მიჭირს მიგნება
დაბერებული ფილტვის ანთებით
ღამე ვერცხლისფერ საბანს იკერავს
       
მატარებლის ხმა აყრუებს ეზოს
ღამეს სიჩუმის ფარდა ახადა
ალბათ გადამწვარ რელსებზე ევლო
შებინდებისას  უკვე დამზრალან

მე პოეზიას დავედევნები
ღამის წყვდიადში უფრო ჯიქურად
და ვენახები სავსე მტევნებით
ისე ახლოა მთვარეს მიკრულა

ღამის ფეხებთან ნისლი დაბობღავს
ჩამწკრივებული საფლავებს შორის
და ქსელებს ხლართავს როგორც ობობა
თვალებს კი ნაბავს ,ვით ლორთქო ყლორტი

მომაგონდება სატრფო - გიშერი
წყობა თვალების - ბრილიანტები
გამონათება მთვარევ იმ შენი
სხივებით სკდომა მწიფე ატმების

და პოეზია როცა დამზრალი
ხელები ცისკენ იხედებიან
როცა ღამეა, როცა არავინ
იქვე მთვარე და იქვე მთებია.

3.

გააქვს ამ ქუჩებს სტვენა ლოთების
უკვე ახლოა როს გარიჟრაჟი
შენც უსათუოდ მოგაგონდები
შენი სიგიჟით და მარიფათით

მაგრამ კი ბნელმა ღამემ გამხილა
გაწყვეტილი გაქვს სიტყვა და აზრი
ტალღამ წამიღო და ზღვის ნაპირას
იქვე პატარა წვეთივით დავშრი

გადაირბინა კატამ უეცრად
შემომანათა შავი თვალები
გაფითრებული მე მას ვუცქერ და
გაოცებული უცხო კარმებით

მთვარე ილევა, ვით მჭიდში ტყვია
და ჭინჭარივით მსუსხავს ქარები
გამოკეტილი ადრე თუ გვიან
მე პოეზიას შევეფარები

ვარ ჩაჭედილი საფლავებს შორის
მე პოეზიის მიცავს დილეგი
ღამეს საზიზღარს უკვე მოვშორდი
თუმც გათენებას ველი იმედით

მზის შუქია, თუ ციცინათელა
ბნელ კუნჭულებში ანათებს რაღაც
და ეს თვალები ბრილიანტებად
შემომცქერიან საფლავებს გაღმა

მე პოეზიის დილეგში ვიშვი
სასაფლაოზე ქარმა დამსუსხა
მუგუზალივით ეს გული იწვის
შენი ბრმა გულის დამსვი აშუღად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები