ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
27 ნოემბერი, 2017


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი XII )

    ადამიანებს ნუ ენდობი!
არა იმიტომ, რომ მათზე უკეთესი ხარ... არამედ იმიტომ, რომ საკუთარ თავსაც არ ენდობი და არც არასდროს დაივიწყო, რომ შენ თავადაც ადამიანი ხარ. ნურც სხვისი ცოდვები გაგაკვირვებს, რადგან მასში არაფერია სასწაულის რათა გიკვირდეს. არც დავრდომილს ჩაურო ბრმად და არც საკუთარი თავი არ დაარწმუნო რომ არ გესმის, რადგან ჯანმრთელობა ეს ერთადერთი განსხვავებაა შენსა და მას შორის. მიეცი სიყვარულს საშუალება, რათა არ შეწყვიტოს შენში არსებობა. ნუ დაამონებინებ იმ გარემოებებს თავს, რომელიც რეალობასთან მიახლოებაში გიშლის ხელს და ნუ მოგხიბლავს ყველაფერი ის რასაც გარშემო ხედავ, რადგან ერთადერთი რეალური ამ სამყაროში ეს შენი სიყვარულია. გრძნობა, რომელიც გაძლევს საშუალებას თავი ადამიანად იგრძნო.

                                                                                                              ***

არ ვიცი რა მოხდა. როდესაც თვალები გავახილე თავს უამრავი ადამიანი დამდგომოდა. მიყურებდნენ უმეტყველო თვალებით და თან ჩემს ახლად გაცნობილ მეგობრებს გადახედავდნენ ხოლმე. ხელებში დაბუჟებას ვგრძნობდი, მაგრამ სწრაფად მოვიკრიბე ძალა და წამოდგომა ვცადე. არაფერიც არ გამომოვიდა, რადგან მაშინვე თავბრუ დამეხვა და ფეხებშიც სისუსტე ვიგრძენი. სადაცაა უნდა დავცემოდი, თუმცა, რომ არა გეგას სისწრაფე ასეც მოხდებოდა. ძლიერად დამიჭირა და იქვე სკამზე ჩამომსვა. "საკმარისია, კინო დასრულდა" - მიუბრუნდა, ვატო იქ მყოფ ხალხს. საშინელმა კანკალმა ამიტანა, რადგან ყველაზე მეტად ის მინდოდა, რომ "ეს" ვინმეს თანდასწრებით არ მომხდარიყო. აუცილებლად უნდა გავცილებოდი ამ სიტუაციას რადაც არ უნდა დამჯდომოდა, თუმცა ფეხებში საკმარის ძალას ვერ ვგრძნობდი. აშკარა იყო, რომ დღეს ბედი არ მწყალობდა. ცხვირიდან სისხლი წამსკდა და იმის მაგივრად, რომ გონება მომეკრიფა, რამოდენიმე წამში თვალებსაც სიმძიმე დააწვა. სკამს ძლიერად მივეკარი ხოლო ბოლოს რაც მახსოვს ეს ნანკას აცრემლებული თვალები იყო. ღმერთო! ნეტავ იცოდე თუ რა ძალიან არ უხდება მის თვალებს ცრემლი. ღრმად ჩავისუნთქე გრილი ჰაერი და .... საოცარი სიმშვიდეც ვიგრძენი.

                                                                                                                ***

რთული მისახვედრი არ არის თუ რა იქნებოდა შემდეგი ნაბიჯი. რა თქმა უნდა ამჯერად ექიმების გარემოცვაში გამომეღვიძა. ისინი კი ჩვეული ქაოსით დასტრიალებდნენ ჩემს საწოლს. სანამ შეამჩნევდნენ ჩემს გამოღვიძებას მაღლა ავიხედე და ღმერთს მხოლოდ ის ვთხოვე, რომ "ოღონდ ახლა არა!". პირველი შემთხვევაა, როდესაც ავადმყოფობამ ასე მოულოდნელად მძლია. რაღაც დროის შემდგომ იქაურობა ძალიან მეცნო. ეს სწორედ ის საავადმყოფო აღმოჩნდა სადაც გოგა წევს. ფიქრები ერთბაშად მომეწვა და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, რომ არავის არაფერი გაეგო. საწოლზე ოდნავ წამოვიწიე, თუმცა იქვე მყოფმა მედდამ ძველ მდგომარეობაში დამაბრუნა. მოძრაობის საშუალებასაც კი არ მაძლევდნენ. თავი პარალიზებული მეგონა და არ მომწონდა, როგორც მძიმე ავადმყოფს ისე, რომ მექცეოდნენ. მოძრაობა კი არა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებისის მიღებაც კი არ შემეძლო. სწორედ ამ სიტუაციას და ამ ოთხ კედელს გავურბოდი ყოველთვის. ახლა კი გაქცევის ძალაც კი აღარ შემომრჩა. მოგვიანებით პალატის კარები ჩემმა პირად ექიმმა შემოაღო. მოშორებით მდგარ სკამს ხელი მოკიდა და ჩემს წინ ჩამოჯდა. აშკარა უკმაყოფილება იგრძნობოდა მის თვალებში, თუმცა კამათს აღარ ვაპირებდი. რაღაცნაირად მომბეზრდა კიდეც მასთან დაუსრულებელი ჩხუბი. თავი მძიმედ შემოვაბრუნე, მშვიდად შევხედე და მის კითხვებს დაველოდე.
-თავს, როგორ გრძნობ?
-უკეთ.
-შენი ანალიზები ვნახე...
-მერე?- სიტყვა ცივად გავაწყვეტინე.
-შენთვის სასიკეთო არაფერია, ლევან. არასდროს მაძლევდი იმის საშუალებას, რომ დაგეხმარებოდი.
-ვიცი.
-ახლა სტაბილურია მდგომარეობა, მაგრამ ისევ მინდა დარჩენა გთხოვო.
-გოგა აქ არის?
-კი. შენზე არაფერი მითქვამს არც მისთვის და არც დედამისისთვის. -შუბლზე ხელი მოისვა და განაგრძო. -სანამ შეგვძლია და არის იმის საშუალება, რომ მკურნალობის კურსით შენი სიცოცხლე გავახანგძლივოთ უნდა დამიჯერო.
-რა უნდა გავაკეთო?-მას აღარ ვუყურებდი.
-ბოლოს როდის მიიღე წამლები?
-არ მახსოვს...
-ჯანდაბა... -უსიამოვნოდ შეიშმუშნა. -მოკლედ, მაგას მივხედავთ. მთავარია არ მიღალატო, ლევან.
-კურსს აზრი აღარ აქვს.
- ერთხელ მაინც ხომ შეგიძლია ისე მომისმინო, რომ სიტყვა არ გამაწყვეტინო. აზრი ყოველთვის აქვს ბრძოლას, როდესაც საქმე შენს სიცოცხლეს ეხება. მიყვარხარ, რადგან კარგი ადამიანი ხარ. მინდა დაგეხმარო, რომ ყველა ის მიზანი სისრულეში მოიყვანო. ხომ იცი დიდიხანია გიცნობ და ვიცი რაც გინდა. ისევე ვნერვიულობ შენზე, როგორც საკუთარ შვილზე ვინერვიულებდი. ისიც მესმის, რომ 24 წლის ბიჭისათვის ეს უდიდესი სასჯელია, მაგრამ რას ვიზამთ?! ყველაფერი უნდა ვცადოთ...
-ეს ჯვარია...
-რა თქვი?-გაკვირვებულმა შემომხედა.
-ეს ღვთისგან ბოძებული ჯვარია. მგონია, რომ ეს ყოველივე რაღაც მიზანს ემსახურება. არ ვიცი უფალს საით მივყავარ და რაში ვჭირდები, მაგრამ აქ რაღაც მაქვს გასაკეთებელი.
-მიხარია უფლის რწმენა, თუ არ დაგიკარგავს.
-მის სიახლოვეს ვგრძნობ.
-ჯერ ადრეა ეგ ყველაფერი. ძალიან ადრე. -ხელი მომკიდა და გამიღიმა. მისმა ასეთმა ცვლილებამ ცოტათი გამაოცა. საოცრად დიდი სითბო იკითხებოდა მის თვალებში.
-მე სულ სხვა აზრი მიტრიალებს გონებაში.
-რა აზრი?
  რამოდენიმე წუთი ორივე ჩუმად ვიყავით. პაუზის შემდგომ კი ძალა მოვიკრიბე და დაველაპარაკე. დიდიხნის განმავლობაში მდუმარედ მისმენდა, თუმცა ჩემი საუბრიდან გამომდინარე რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მით უფრო მეტი მღელვარება ეტყობოდა მის სახეს. საუბრისას ვამჩნევდი თუ რა ნელნელა დაასხა შუბლზე ცივმა ოფლმა. საბოლოოდ კი ხელი გამიშვა და განრისხებული წამოხტა. ბოლომდე არაფრის თქმაც არ დამაცალა და სიტყვაც ზედ შემატოვა. სწრაფი ნაბიჯებით მალევე გასცდა საწოლს ხოლო, როდესაც კარებში გადიოდა ოდნავ შეყოვნდა. პირდაპირ მის ზურგს შევცქეროდი და ზუსტად ვიცოდი რაღაცას მაინც იტყოდა. უხერხულად ამოიოხრა და ჩემდა გასაგონად თქვა.
-ეს სიგიჟეა!
აღარაფერი მითქვამს. ვაცადე, რომ მშვიდად წასულიყო, თუმცა კიდევ კარგა ხანს ვხედავდი ღია კარებიდან თუ რა მძიმედ მიაბიჯებდა დერეფანში.

                                                                                                              ***

მეორე დილით, როდესაც გამოვფხიზლდი ის ისევ ჩემს საწოლთან იჯდა. მომღიმარი სახით მიყურებდა და არც არაფრის თქმას არ ჩქარობდა. ნეტავ მაცოდინა ექიმების ასეთი შეუპოვრიბა "ჰიპოკრატეს ფიცს" ემსახურებოდა თუ უბრალოდ მისი ხასიათიდან გამომდინარე ხდებოდა, მაგრამ მეც თავი შევიკავე ზედმეტი კითხვებისგან, რადგან ჩემი ყურადღება სულ სხვა რამემ მიიპყრო. როდესაც საწოლის მაღლა ავიხედე იქ ჩემთვის კარგად ნაცნობი ფრაზა შევნიშნე: "გწამდეთ და იხილავთ! - სიყვარულს ნათელ ფერებში". გაოგნებულმა შევხედე ექიმს და დაწვრილებით გამოვკითხე თუ საიდან აღმოჩნდა ჩემი ციტატა, ჩემი საწოლის მაღლა?!
-რამოდენიმე თვის უკან შენსავით ჯიუტი გოგონა გვეწვინა აქ. მოწყენილობისგან აღარ იცოდა რა ექნა. მეც ავდექი და შენი ნაწარმოები ვუსახსოვრე თუ არ გეწყინება?
-შემდეგ?
-მასზედ ნამდვილად გაჭრა. დარჩენილი დღეები იწვა და დიდი ინტერესით ფურცლავდა შენს წიგნს.
-დაიღუპა?
-არა. გამოვაჯანმრთელე შეძლებისდაგვარად და გავწერეთ. ჯერჯერობით ისევ სარეაბილიტაციო კურს ექვემდებარება.
-კი, მაგრამ ამ სიმაღლეზე რანაირად მიწვდა?-ხელით კიდევ ერთხელ ვანიშნე ნაწერზე.
-წარმოდგენა არ მაქვს.- და გულიანად გაიცინა- ნამდვილი შეშლილი იყო. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. პალატაში ძლივს ვაჩერებდით. ჯიუტი და შეუპოვარი იყო. ესეთი ენერგიული არსება ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს.
-ლამაზი იყო?-ცნობისმოყვარეობას ვერ ვიკმაყოფილებდი.
-ძალიან.
-რა ერქვა?
-მაგას ვერ გეტყვი. სიმართლე გითხრა ზუსტად არც მახსოვს.
-ნაწარმოები თან წაიღო?
-შენ წარმოიდგინე პირადი ნივთები დარჩა, მაგრამ ნაწარმოები არ დავიწყებია. მერე მოგვაკითხეს მისმა მეგობრებმა და იმათ გავატანეთ ნივთები.
-ყველაზე ნაკლებად ამას წარმოვიდგენდი, ოდესმე.
-შენ ხომ არ გშია?-ჩემსკენ წამოიწია და თვალებში ჩამხედა. -ცოტა უძილო მეჩვენები.
-ღამით გამომეღვიძა ერთი-ორჯერ. შევჭამდი რამეს...
-კაი ვეტყვი, რომ მოგიტანონ.
-ბატონო, დიმიტრი -პალატიდან გასული ისევ უკან შემოვატრიალე.
-გისმენ, ლევან?!
-მადლობა.
-არაფრის. -მოკლედ მიპასუხა და სანამ კარს მიიხურავდა, მაინც მითხრა ის რაზეც ალბათ მთელი ღამე ფიქრობდა -შენთვის აჯობებს ის სისულელე თავიდან ამოიგდო. -და გვერდითა პალატისაკენ გადაინაცვლა.


                                                                                                                      (გაგრძელება იქნება)

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები