ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2017


მენავის ბარათები

ჩემთვის წუთები საუკუნის ტაატით გადის...
სულის ტაძარში, კანდელები აღარ ინთება ,
აღარ მინდება უკვე ნახვა სამყაროს კიდის,
გრძნობა მოწამლულს უცნაურად შემეშინდება.

შორს, უგუნებოდ დაილევა მიწის საზღვარი,
და უცნაური, სიზმრის ზღვაში დამათენდება,
ჩამოიხევა გასაქცევი გემის აფრები,
და უცებ სუნთქვა, გულის ცემა გამიჩერდება...

მოგონებები გამიტაცებს უდაბნოს შორეთს,
და იძულება მომაგონებს, სითბოს და შვებას
სიცოცხლე ისევ შემახსენებს, რა იყო ოდეს,
მეც ვეღარ ვუძლებ გაგიჟებულ ცრემლების ვნებას.

სად გაქრა ნეტავ ოცნებები, თეთრ სამოსელში?!
რაც წარსულების, დღევანდელის გადაღმა იყო,
ძველი, დამჭკნარი ყვავილები შემომრჩა ხელში,
მაგრამ არ დამრჩა ძველებური გრძნობა და სითბო.

ძველ მოტივების მაჩანჩალა დარაჯად დავრჩი,
თუმცაღა ახალა ხშირად ვეტრფი უძილო ღამეს,
და თან მაფიქრებს, უსუსური სიცოცხლის ლანდი,
საუკუნედ, რომ გადააქცევს წუთებს და წამებს.

ყველა ხატის წინ დავიჩოქებ ახლა მუდარით,
და როგორც ღმერთს სურს, ალბათ მაინც ისე იქნება,
სევდის ნისლები გადმოსერავს ვრცელ ჰორიზონტებს,
და ბოროტები კვლავ ჩემს თვალებს შეეხიზნება.

უნუგეშობა როცა დარევს, მოკვდავს ბინძურ ხელს,
როცა სამყარო აირევა, მეძავ ქალივით,
დამავიწყდება რა ადვილი არის მშვიდობა,
გულს რომ ვათბობდი ნაწვიმარი მინდვრის ყვავილით.

ახლა დღეის ჟამს შემომიჩნდა სულის სატირა
და სამსხვერპლოზე დასაფერფლი ცეცხლი ბრიალებს,
გული მისკდება, მე ქალივით რამ ამატირა?!
ბეღურასავით შეშინებულს რა მაფრთხიალებს?!

ვის გავუწოდო, დასაცემად გაწვდილი ხელი?
ვის მოვახვიო, ამ ბინძური სული დრამები?
შავ ქვითკირებსაც სევდიანი მოედოთ ფერი,
ბნელ ღამეებში აჩრდილივით დავიარები.

ვერ ვნახე ვისაც დაეძებდა გული ეული...
ჩემმა სიცოცხლემ არა და არ გაიმაისა,
დავიკარგები გულში გრძნობებ ჩამომშეული,
და დასრულება, როგორც ვხვდები ერთი წამისა.

არ მასვენებენ, ბნელში თეთრი სირინოზები,
კვლავ მარწმუნებენ წამოდიო, ფიცით, მტკიცებით.
მე მირჩევნია სიცოცხლისგამ მაინც როზგები,
და დასასრული ტყვილა მიცდის გაფაციცებით.

გამომაღვიძებს ნაცრისფერი ფარდების გაშლა,
ფანჯრის იქედან გამიღიმებს, მზერა ცბიერი
ერთ უბრალო წამს შეუძლია, წუხილის წაშლა,
და საღამომდე გლახაკივით ვარ ბედნიერი.

შეიმოსება ნათელი დღე ისევ ძაძებით,
დაიმალება, ქვრივ ქალივით ისევ მაცდურად.
სასმის გამოვცლი, გათიშული წავალ სავსებით
და დავეცემი, პირმშოსავით არაკაცურად.

ისევ დამთვრალამა სიმწრისაგან, წავილუღლუღე,
ცხოვრების ზღვაო, ჩამიტანე აღარ დამინდო,
მიდი სატანავ, მოიპარე ცაზე ჩემი მზე,
პირქუშო ცაო, დაიქუხე, არ იამინდო.

მიდი მენავე, გააცურე მორევში ნავი.
თუ სევდა არის, სევდა მაინც იყოს მდიდრული,
ოღონდ მენავე, არ დაუშვა მოვიკლა თავი!
მე შემომხედე ნუ დამჯდარხარ თავ ჩაქინდრული.

თავ აუწევლად ეჭიდება მენავე ზვირთებს,
ზვირთებთან ერთად დაულეველ ფიქრებით ფიქრობს,
ჭაღარა წვერზე შემოისვამს დაკოჟრილ თითებს,
იტყვის ეს გასვლა, დაე შვილო, სულ ბოლო იყოს.

მეუცნაურა სიბნელეში მენავის ფიქრი,
თან ამოსუნთქვა, უჩვეულოდ გაგრძელდა დიდხანს,
შვილო ცხოვრებამ წამაცია, წამართვა რიხი
მაგრამ სიცოცხლე, ყველაფერზე ძალიან მიყვარს.

მაშ რა გადარდებს? შევუბრუნე კითხვა მენავეს.
მენავემ ისევ დანანებით დახარა თავი,
ვიღაც საწყალი ჩვენს წინ კიდევ ბორანს მიათრევს...
მენავემ ფიქრი გამიშალა ცივი და ავი...

გუშხამ ვუცდიდი, ვიღაც მგზავრებს ორპირის ფშანთან...
სიო დაჰქროდა უცნაური და შემუსვრელი,
თეთრ სამოსელში, ვიღაც ქალი მოვიდა ნავთან,
როგორც გავიგე, მას სახელად რქმეოდა მერი.

მიდი მენავე, მითხრა როგორც სჩვევია მგზავრებს.
სიპირქუშეში სევდა იყო, მართლაც მდიდრული,
მერი აეშვა და მიეცა ბობოქარ ტალღებს,
შორს მთვარე ჩანდა, ნაცემი და ცას დაკიდული.

რაღაც ბარათი დამიტოვა თეთრმა ფერიამ,
ზედ აწერია, „მომავალი შენი მგზავრისთვის“.
ისე დავბერდი სიცოცხლეშიც რა დამრჩენია?!
მაგრამ დამპალ ნავს კვლავ დავათრევ შვილო ამისთვის.

უკვე ბოლო ხარ შენ ამ ნავის მაინც სტუმარი.
ჩამოეღვარა ნაოჭებზე მოხუცს ცრემლები,
შემოეჯახა ნავის კიჩოს, ზვირთი მქუხარი
და დაუსუსტადა ჩემს მენავეს უცებ ხელები.

შევხედე ბარათს, ჰორიზონტზე გაისმა ექო...
რაღაც სურნელი ნაცნობი და ნაგრძნობი დადგა,
ისევ გაისმა, ორივესთვის შენ წამოდექო.
გაილაციცა, მშვენიერი ნაცნობის ლანდმა...

უნუგეშობა, როცა დარევს მოკვდავს ბინძურ ხელს,
როცა სამყარო აირევა მეძავ ქალივით,
გამახსენდება, რა ადვილი არის მშვიდობა,
გულს, რომ ვათბობდი ნაწვიმარი მინდვრის ყვავილით.

მენავე ვხედავ, შეასრულე მერის სურვილი.
ახლა მითხარი ბერიკაცო, რაღა გადარდებს?!
კვლავ უჩვეულო ჩამოვარდა ნავზე დუმილი,
მენავე მაწვდის უპასუხო, უზღვავ ბარათებს.

რამდენი მერი, რამდენი მგზავრი...
ჩაილუღლუღა ჩუმად მოხუცმა,
სიკვდილმა არ თქვა თავისი აზრი...
ჩემმა მენავემ ნიჩბებს მოუსვა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები