ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2017


***

როგორ გაიზარდე...
რამდენ ისტორიას ყვება თავისთავად
მაჯის ჩაყოლებას ყურძნის მარცვლებივით დაკიდული
შენი თითები და ჩემი სიმარტოვეც როგორ გაიზარდა...
მთელი პოეზია შენზე ჩაფიქრებულ დღეთა აკიდოა...

როგორ გაიზარდე...
ახლა ისე მშვიდი თვალები გაქვს,
როცა გყიდიან და ჩემი თვალებისკენ გაპარებენ,
ზოგჯერ მგონია, რომ ცხელი ჯოჯოხეთის კარებიდან
გამოიპარნენ და სულში წრიალებენ მაცილები.

როგორ გაიზარდე...
შენი მკერდიდან რომ მოწვეთავდა,
ახლა სისხლძარღვებში ვნება არაგვივით მოღრიალებს.
ვაი, უშენობამ წლები რა მკლავივით მომკვეთა და
ვაი, ამ სტრიქონებს, შენი მონატრების მოტირალებს.

როგორ გავიზარდე...
აფსუს... იმერულო ზაფხულებო,
ქარის გადევნების როცა შნო-ილაჯი მაღელვებდა...
თქვენ კი მხარზე მსხდომო ანცი ღიმილების ავსულებო,
ფიქრი ნასახლარი, მშვიდი ველებისკენ წააგელვეთ.

ახლა წვიმებია, ახლა ქარებია, ფოთლები
ყვითელ ტროტუარზე მიმობნეულები აკორდად
მშვიდი მელოდიის-შენი ფანჯრებისკენ მოვყვები...
როგორ გაიზარდე...
და მე რა სიცხადით მახსოვხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები