ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2017


დილა

დილა

ოჩოფეხივით გაშლილ მდელოზე
ნისლი შუაგულს ფორთხვით დაბობღავს
ფიფქების მოსვლას მთები ელოდნენ
უეცრად ბორცვზე ნისლი გამოჩნდა

შემკრთალი ნისლი ხლართავს აპეურს
მინდვრის წალკოტი ხევში იღვიძებს
ვხედავ ვენახებს წლობით დამშეულს
და ბილიკები თეთრად ვიხილე

შორით ჭექაა ,ქუხილის მსგავსი
მეხის ტყორცნაა, ვით ზარბაზანის
სუფრის ბოლოში დამჯდარა მახვში
ვით მეომარი და ფარნავაზი

ღვინო ჩქეფს ჯამში, როგორც ჩანჩქერი
გარეთ კი ნისლი აპეურს ხლართავს
წკნელებს ვჭოკრავ და მზეს შორს გავცქერი
წევს ფიქალივით ფინია კართან

ღამის ზმორებას მზის სხივი მოჰყვა
იღვიძებს მთა და ღამის მსტოვრები
კედლის ბოლოზე დაკიდულ ხონჩას
რთავს შუქი თეთრი იაგუნდებით

ბრწყინავს მინდორზე ჩალის ღერები
მთებს გაუხდია შავი ძაძები
მდინარე ბორგავს და გახელებით
ტალღებს ვერ აწვდენს ჩიტებს გაფრენილს

დილის მორევში იწვის საბძელი
გაფრენილ ჩიტებს ვერ დააბრუნებ
მიკვირს ამ დილას როგორ გავძელი
გულს იმედები გაანადგურებს.

იისფერი საღამო

იისფერია ახლა საღამო
ჰორიზონტები ელვარებს მკრთალად
შემომენთები ჩემო მაყარო
და ბეწვის ხიდზე მომიწევს გავლა

მაშორებს მთვარეს კილომეტრები
ტირიან კარის ნათესავები
თუ სად ჩავქრები, ვერ ავენთები
მიაქვთ სიკეთე სავსე ნავებით

რეკენ ზარები მირზაანისა
ზარის კივილზე ყმუის ლეკვები
გაბრწყინებულა მთვარე აშიკად
გაჯერებული უცხო კერებით

მიირხევიან ხეთა ჩრდილები
სხივებს სთავაზობს გავსილი მთვარე
დაბუდებილი სულში იჭვებით
ყავარჯენივით ვეყრდნობი კარებს

მონოტონური იწვება ღამე
რტოებს ეკვრიან აბლაბუდები
ისევ ვეყრდნობი სალოცავ კარებს
ის გავსილია ყარაულებით

ღამის ტარიგებს ახრჩობს ნიავი
სმენაშეკრული იკივლებს ჭოტი
მოიწევს ჩემკენ მსგავსი მირაჟის
აყივლებული ტეხურა მორბის

იისფერ ღამეს გასდევს იჭვები
და ლერწამივით ვერ ავინთები
ღამე ამგვარი იყო პირველი
ცაში მფრინავი  თეთრი ქედნებით

იისფერია ახლა საღამო
ჰორიზონტები ელვარებს მკრთალად
შემომენთები ჩემო მაყარო
და ბეწვის ხიდზე მომიწევს გავლა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები