 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 21 დეკემბერი, 2017 |
დეკემბერია. ცივა. ღამეა. სუსხიან დღეთა გერევა ნუსხა. ძველ მაგიდაზე მიდევს კამიუ, „უცხო.“ ქუჩაში ალბათ ორი ან სამი, ნახო ფანჯრიდან კატა, გოშია... ვფურცლავ, „მოხუცთა თავშესაფარი მარენგოშია.“ ვფურცლავ. მივდივარ ორი საათის ავტობუსით, რომ ჩავიდე დღისით, რადგანც ვიცი წესი, ადათი, უფრორე ისიც, ღამეს გავუთევ დედას, ამ უკუნ, ღამეს, როდესაც ბოლოჯერ ვნახავ, მერე წამოვალ სხვა დილით უკან და მისი სახე, ცისფერთვალება, წითური სახე, ნახვა რომ არ მსურს, გამყვება ფიქრად და კარისკაცთან უტიფრად ვამხელ, რაც ზემოთ ითქვა. ვფურცლავ. ვჩერდები. სიცივეს ეგზომ უნდა, რომ ვგრძნობდე, მეტიც, ვხედავდე... და ვდგავარ ახლა, ვით წიგნში, მერსო- დედის ცხედართან. დეკემბერია. ცივა. ღამეა. სუსხიან დღეთა გერევა ნუსხა. ძველ მაგიდაზე მიდევს კამიუ, „უცხო.“ ვფურცლავ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. woooo.. boring. woooo.. boring.
3. გმადლობ, თოლიავ :) გმადლობ, თოლიავ :)
2. :) სხვანაირი არც მეკადრება :) სხვანაირი არც მეკადრება
1. "უცხოს " საკადრისი ლექსია, ალუზია, ინტერპრეტაცია...
"უცხოს " საკადრისი ლექსია, ალუზია, ინტერპრეტაცია...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|