ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2017


რა მსურს ახალ წელს

რა მინდა ახალ წელს? არაფერი თითქოს ისეთი აუხდენელი.
მინდა სიმშვიდე იყოს სამყაროში და სიყვარული სუფევდეს გულებში!
მინდა ყველა ბავშვს ჰქონდეს თბილი სავანე და ყველა მომთაბარეს ნავსაყუდელი!
მინდა დედებს არ უკვდებოდეთ შვილები და პატარებს არ უკვდებოდეთ დედები!
მინდა სამყაროს სიყვარულმა წარუშალოს ბოღმა და სისასტიკე!
მინდა ერთმანეთი გვიყვარდეს და ვიყოთ ერთმანეთის სიხარულის მონაწილე!
მინდა მამებმა შვილებს აღარ ასწავლონ მეორე ლოყის ნაცვლად მუშტის მოღერება!
მინდა დედებმა მოიცალონ შვილის საფერებლად!
მინდა ყველა მოზარდს სახლში დახვდეს კერძი თბილი, გემრიელი!
მინდა ყველა მოხუცს ჰქონდეს სახლი , არა ცარიელი!
მინდა ყველა მმართველს ჰქონდეს თავში ჭკუა, გულში სათნოება!
მინდა ერთმანეთის სიყვარულით ვლოცულობდეთ ღამე ყველა!
მინდა ხშირად მითხრან მე შენ მიყვარხარო!
მინდა ხშირად მქონდეს სიკეთეზე საფიქრალი!
მინდა მთელი ერი იყოს ბედნიერი!
მეტი არაფერი , განა რთული არის ჩემი სურვილი ასახდენად?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს