ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2017


მზე ოჯალეშში ჩაესვენება

მზე ოჯალეშში ჩაესვენება
ყურძნის მტევნები ხარობს მაისით
როგორც ხომალდზე გაშლილ აფრებად
ფოთლის შრიალი აქაც გაისმის.
ყურძენს რაკრაკით ჩაეღვენთება
მზის მოლივლივე სხივი უბეში
ჩანს ვარსკვლავები მწიფე მტევნებად
ვენახს ძნად ადგას,როგორც ნუგეში.
გაინავარდებს პურის ყანაში
წამოფრინდება ბიჭი გნოლივით
ნარწევს გუშინდელს დედის აკვანში
რომ შეძლებოდა მასაც ფოფინი.
მოსწყვეტს მტევანს და ეამბორება
როგორც წმინდანი ხატს მოწიწებით
და შიგ მზესავით დაილექება
მისი სიცილი და ოინები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები