ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანა
ჟანრი: საბავშვო
28 დეკემბერი, 2017


  ჩამოტვირთვა

გამხდარი თოვლის ბაბუები

- შენ ნუ დარდოფ, მე მომიტანს თოვლის ბაბუა საჩუქრებს აუცილებლათ, მარამ, იცი რა მინდა ძალიან?
- რა? მითხარი.
- მინდა, რო გაჩერდეს კოკა-კოლას მანქანა, აი, ის ბრჭყვიალა, მუსიკებიანი. თან შენ ხო იცი, რო ეგენი არ ჩერდებიან, ბე. ხოდააა, გაჩერდეეეს, გადმოვიდეს იქიდან თოვლის ბაბუა - სანტა კლაუსი, დიდი ყუთი გადმოიტანოს; მარტო ვერ მოერიოს მაგ ყუთს და გამხდარი თოვლის ბაბუები რო ახლავს ხოლმე, ხო გინახია, ისინიც გადმოყვნენ და იმათ ანიშნოს და ჩამოატანინონ ეს ყუთი. დაიწყოს აქეთ-იქით ყურება, ბევრი ხალხი იყოს იქ ოღონთ, დაიწყოს, ყველა მაგას უყურებდეს და ეგ მე მეძებდეს და დაიძახოს, ილიაო აქ არიო? და მე დაუძახო, აქ ვარ, აქ ვარო. მე ხო წვრილი ხმა მაქ და ვერ გავაგონეფ მაგას, მარამ მერე კიდე დავიძახებ, მე აქ ვარო. იქ მაღალი და დიდი ხალხი იქნება, მე კიდე ამათში - პატარა, ყველას გაუკვირდება, საიდან ისმის ეს წვრილი ხმა ან ვინ არი ეს ილია? - გაუკვირდებათ რა... გაიგე, ბე, მისმენ?
- კი, აბა არ გისმენ?
- მე კიდე ამ ხალხის მუხლების სიმაღლე ვიქნები და ვივლი ამათ შორის და მიუახლოვდები მანქანას, თოვლის ბაბუას ჩემი ხმა არ ესმინებოდა და ეგონება, აქ არ არიო ილიაო, მე კიდე ჩქარა მივდივარ, მივრბივარ... ბე... და როგორც იქნა, გავაღწევ ამ ხალხის შორის და ამოვყოფ თავს სოკოსავით და თოვლის ბაბუა უკვე ჩამჯდარი იქნება კოკა-კოლას მანქანაში და მუსიკაც ჩართული ექნება და ის ყუთი კიდე... იმ ყუთს აიტანენ ის გამხდარი თოვლის ბაბუები, არაფერი აღარ ისმის, ჩემი ხმა ხო საერთოდ აღარ ესმინოდა მაგას და მანქანა დაიძვრება, ბე.
- მერეეეეეეეე?!
- ბე, რა გჭირს?
- რაღა რა მჭირს, კოკოშ?
- დავაბრუნო?
- ხო, აბა, რა უნდა ქნა?!
- კაი, მოვალ ეხავე.
ტელეფონს იღებს, რეკავს:
- ირუ, არ გვინდა ეგრე დამთავრება, ჯანა ტირის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები