ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2018


ცრუთა ამბორით...

წაიბილწება ცრუთა ამბორით
სისხლით ნაწერი შუბლის ვარაყი,
მსუბუქი მიწაც კი დამძიმდება,
თუკი უგულოდ გულზე დამაყრი,
წითლად მიყვავის კეფა და შუბლი,
ეკლის გვირგვინად მექცა სახელი,
ვგონებ,  მეშველა, მომიახლოვდა 
ბნელით ნათელში გადასახვევი!
სინათლისაკენ მიმავალ გზაზე
ბევრჯერ მეცვალა გეზი და მხარი,
დუმილით შევკარ ჯვარი ტკივილთა
და სული ჩემი ზედ გავაკარი!
აჰა, აღმოხდა მზე სისხლისფერი,
ცისკრის ემბაზში ნათელი ბარტყობს,
რა უდაბური გახდა სოფელი,
თოვლის უდაბნოს მივყვები მარტო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები