ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2018


მთვრალი ჭია და ფხიზელი ფიზკულტურელი

ეს დღეებია, ზვიად რატიანზე დარდი არ მშორდება...
ერთი ამბავი გამახსენდა კრებულ ,, გალაკტიონოლოგიითვის ” მოპოვებული მემორიალური მასალიდან.

მთვრალი ჭია და ფხიზელი ფიზკულტურელი
- - - - - - - - - -

თურმე უნივერსიტეტელებს ფიზკულტურას ასწავლიდა ერთი იმერელი კაცი.
გაკვეთილები კარგ ამინდში გარეთ უტარდებოდათ, ჰაერზე.
დგანან, თურმე, ერთხელ მწყობრში, რიგზე გათვლა მოილიეს და დაინახეს, ტროლეიბუსიდან მთვრალი გალაკტიონი ჩამოვიდა, წონასწორობა ვერ დაიცვა, დაბარბაცდა, თან პაპიროსს ეწეოდა, ხან აქეთ წავიდა, ხან - იქით, ამათკენაც გამოიხედა, მერე პაპიროსი ძირს დააგდო და ზემოთ აუყვა გზას.
- ა, ბატონო, ხომ ნახეთ, რას უშვრება ადამიანს სმა და პაპიროსი! მე და მაგი კლასელები ვიყავით. მაგი სულ წიგნის ჭია იყო, მე - დილით ადრე ვდგებოდი, გამამხნევებელ ვარჯიშს ვაკეთებდი, სველი ტილოთი ვიზელდი ტანს, ყოველდღე დავრბოდი, არც ვსვამდი, არც ვეწეოდი... და შეხედეთ, რა გამოვიდა მაგისგან და მერე მე შემომხედეთ!
ამ სიტყვებზე პატივცემული გაიჯგიმა, თავი ამაყად აიღერა და ასეც დარჩა მთხრობელის მეხსიერებაში სამუდამოდ აღბეჭდილი..
. სახელი?
ჰო-ო, სახელი მთხრობელმაც ვეღარ გაიხსენა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები