სოფელში ვარ, ბებოსთან. თხილის მოსაპარად ბაღში გავდივარ და ვხედავ, მელნისფერი ბუშტი მოფრინავს. ხან მარცხნივ წაიღებს ქარი, ხან მისუსტებული ქროლვის გამო ძირს ეშვება. ძალიან ლამაზია. წითელი ძაფი აბია და მიფარფატებს ასე. გავედევნე, ხელმისაწვდომზე ვარ, მაგრამ მისხლტება, ისევ ზევით მიფრინავს, მივდევ, კიბეზე ავრბივარ და ახლა აივნიდან ვცდილობ მის დაჭერას. კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა და აჰაა, როგორც იქნა, ვიჭერ. ლამაზია, მელნისფერი და გაბერილი, მაგრამ შიგნით ქაღალდი ჩანს. ინტერესი ჭიასავით მიძვრება სხეულში და ვერ გადამიწყვეტია, შეველიო მელნისფერი ბურთის სილამაზეს თუ არა. ბოლოს მაინც ვაჭერ ფრჩხილს პრიალა ზედაპირს და ბახ... სკდება. ქაღალდია, რვეულიდან ნაჩქარევად ამოხეული და გაფანტული, უსწორ-მასწორო ასოებით შევსებული: „მამა, ალე ძიამ მითხრა, რომ ბურთი ცაში მოფრინავს, აიი, ძალიან, ძალიან მაღლა, ღრუბლებზეც მაღლა. რახან ასე მაღლა შეუძლია ფრენა, წერილს მოგწერ, იქნებ იპოვო: მომენატრე. ვიცი, რომ არ უნდა ვიდარდო, შენ ღმერთთან ხარ, ჩვენც მანდ მოვალთ, მაგრამ მაინც მენატრები. მე არ ვტირი. კაცები არ ტირიან. ბებო კი მაინც ტირის. ვუთხარი, რომ შენ სახლში დაბრუნდი, იქ, საიდანაც გამოგვყარეს. იცის, რომ ღმერთთან ხარ, მაინც ტირის. იმედი მაქვს, უფალი არ გაუბრაზდება, ბებო უკვე მოხუცია და ტირილი ეპატიება. ვიცი, რომ მხედავ, იმ დილით, როცა ფანჯრიდან ვიყურებოდი, დაგინახე ღრუბლებზე რომ იჯექი და ხელი დაგიქნიე. იცი, მამა, ერთხელ ძალიან შემეშინდა: წვიმდა, ცა იყო სუულ შავი. ღრუბლები ჰგავდნენ გაბრაზებულ კაცს და ქარი ქროდა. შემეშინდა შენ გამო. მეგონა, სველი იყავი და გციოდა. შემეშინდა, გაბრაზებულ ღრუბლებს შენი გადმოგდება არ მოენდომებინათ. მითხრეს, რომ შენ სადაც ხარ, ის ადგილი ღრუბლებზე ბევრად მაღლაა, არ ვიცი, მართლა ასეა, თუ მომატყუეს. დღეს 5 წლის გავხდი. დედას საქმე ჰქონდა და ვერ მოიცალა, რომ ტორტი გამოეცხო. არ მწყენია, ალბათ, მართლა არ ეცალა. ამ წერილს ალე ძიას ვაწერინებ, მე ჯერ წერა არ ვიცი, მგონი დაიღალა, ამიტომ უნდა დაგემშვიდობო. მამა, ორ რამეს გთხოვ: ბებომ აღარ იტიროს და გამაგებინე, ღრუბლებზე მაღლა ცხოვრობ თუ არა. მაინტერესებს, ხომ არ გცივა, როცა წვიმს. მინდა შენთან წამოსვლა, მაგრამ გზა არ ვიცი. ხომ იცი, ჯერ პატარა ვარ და შეიძლება, დავიკარგო. ისევ ღმერთს დაველოდები, ვიცი, ერთ დღესაც მოვა და წამომიყვანს. მიყვარხარ, შენი დათუნა „ აღარც თხილი მინდა, აღარც სოფელი, არც ბებო... ვზივარ ჩამონგრეული კიბის საფეხურზე და ვფიქრობ, ვფიქრობ, რომ ვერასდროს ვაპატიებ თავს მელნისფერი ბურთის დაჭერისა და ამ წერილის წაკითვის ამბავს და ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება 5 წლის დათუნა, რომელსაც ტორტი არ აქვს, და მამამისი, რომელიც ღრუბლებზე მაღლა ცხოვრობს...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. მუხა, მადლობა კომენტარისთვის, არსებობენ, ასეთი უცნაური 5 წლის ბიჭებიც :) მუხა, მადლობა კომენტარისთვის, არსებობენ, ასეთი უცნაური 5 წლის ბიჭებიც :)
19. 5 წლის ბავშვის ნააზრევი -ეს წერილი არაა . 5 წლის ბავშვს არც ისეთი "უკვე მოხუცი: ბებო ეყოლებოდა .. ემოციის გამოხატვას შეავსებდა მეტი დამაჯერებლობა.
5 წლის ბავშვის ნააზრევი -ეს წერილი არაა . 5 წლის ბავშვს არც ისეთი "უკვე მოხუცი: ბებო ეყოლებოდა .. ემოციის გამოხატვას შეავსებდა მეტი დამაჯერებლობა.
18. მადლობა, ნეფერტარი. მადლობა, ნეფერტარი.
17. მშვენიერია. ყოჩაღ ავტორო, ძალიან მომეწონა. უნდა დამუშავება. ჩამოსახვეწია მაგრამ თავადაც იცი რა გაქვს გასაკეთებელი და გააკეთე თავად.
4 ქულა.
მშვენიერია. ყოჩაღ ავტორო, ძალიან მომეწონა. უნდა დამუშავება. ჩამოსახვეწია მაგრამ თავადაც იცი რა გაქვს გასაკეთებელი და გააკეთე თავად.
4 ქულა.
16. მადლობა,მეომარი. მადლობა,მეომარი.
15. მადლობა,მეომარი. მადლობა,მეომარი.
14. თბილია...სულ მინდოდა ხოლმე ბავშვობაში ბევრი ბუშტები გამებერა, მაინტერესებდა ამწევდა თუ არა ჰაერში და სწორედ ეგ აკვიატებული სურვილი და ის უდარდელი ბავშვობა გამახსენდა...ამაშია ნაწარმოების ხიბლიც და ძალაც. 5 რა თქმა უნდა. თბილია...სულ მინდოდა ხოლმე ბავშვობაში ბევრი ბუშტები გამებერა, მაინტერესებდა ამწევდა თუ არა ჰაერში და სწორედ ეგ აკვიატებული სურვილი და ის უდარდელი ბავშვობა გამახსენდა...ამაშია ნაწარმოების ხიბლიც და ძალაც. 5 რა თქმა უნდა.
13. მადლობა, ქეთიკა. მეც მოგახსენებთ ჩემს აზრს :) სანამ ბავშვს ტვინი ათასი წვრილმანით დაუბინძურდება, იმდენად ახლოსაა ღმერთთან, რომ უბრალო წერილის დაწერა კი არა, იქნება სამყაროს მთავარი საიდუმლოს შეცნობაც შეეძლოს. და მეორე, არა, დათუნასთვის ჰელიუმის ბუშტი არ უჩუქებიათ, ალე ძიამ ლამზირას, ნათელას, ან ვინმე მსგავსის პატარა ჯიხურში 5 თეთრად უყიდა და ბუნებრივი აირით გაუბერა. ასეთებიც ხდება სოფლებში, სადაც ფული არ აქვთ :)))
დიდი მადლობა რჩევისთვის, შენც წარმატებები, ქეთი. მადლობა, ქეთიკა. მეც მოგახსენებთ ჩემს აზრს :) სანამ ბავშვს ტვინი ათასი წვრილმანით დაუბინძურდება, იმდენად ახლოსაა ღმერთთან, რომ უბრალო წერილის დაწერა კი არა, იქნება სამყაროს მთავარი საიდუმლოს შეცნობაც შეეძლოს. და მეორე, არა, დათუნასთვის ჰელიუმის ბუშტი არ უჩუქებიათ, ალე ძიამ ლამზირას, ნათელას, ან ვინმე მსგავსის პატარა ჯიხურში 5 თეთრად უყიდა და ბუნებრივი აირით გაუბერა. ასეთებიც ხდება სოფლებში, სადაც ფული არ აქვთ :)))
დიდი მადლობა რჩევისთვის, შენც წარმატებები, ქეთი.
12. უდაოდა ემოციური მინიატურაა. ჩემს აზრს მოგახსენებთ ისე, როგორც ვისურვებდი ჩემთვის ეთქვათ. პირველი ის გავიფიქრე რომ წერილი 5 წლის ბავშვის ნაკარნახევს არ ჰგავს. საკმაოდ ვრცელია და გამართული. ალბათ ალე ძია დაეხმარა. მეორე, ბუშტი რომელიც ცაში მიფრინავს ჰელიუმით არის დატენილი, საკმაოდ ძვირი ღირს და სოფლებში მისი დაბერვა შეუძლებელია ალბათ. მე ჩავთვალე, რომ ბიჭუნას დაბადების დღეზე აჩუქეს ჰელიუმიანი მელნისფერი ბუშტი. მიყვარს მელნისფერი. თქვენ კი საუკეთესო სურვილები ჩემგან. მიყვარს ყველა ჩემი მოსახელე. წარმატებები. უდაოდა ემოციური მინიატურაა. ჩემს აზრს მოგახსენებთ ისე, როგორც ვისურვებდი ჩემთვის ეთქვათ. პირველი ის გავიფიქრე რომ წერილი 5 წლის ბავშვის ნაკარნახევს არ ჰგავს. საკმაოდ ვრცელია და გამართული. ალბათ ალე ძია დაეხმარა. მეორე, ბუშტი რომელიც ცაში მიფრინავს ჰელიუმით არის დატენილი, საკმაოდ ძვირი ღირს და სოფლებში მისი დაბერვა შეუძლებელია ალბათ. მე ჩავთვალე, რომ ბიჭუნას დაბადების დღეზე აჩუქეს ჰელიუმიანი მელნისფერი ბუშტი. მიყვარს მელნისფერი. თქვენ კი საუკეთესო სურვილები ჩემგან. მიყვარს ყველა ჩემი მოსახელე. წარმატებები.
11. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.
10. რა გინდა, რომ თქვა?! ძალიან კარგია, ძალიან. მინიატურა, თუმცა ემოციურად გადმოცემული ამბავი. წარმატებებს გისრუვებთ ნიჭიერო მწერალო.)))
+5 რა გინდა, რომ თქვა?! ძალიან კარგია, ძალიან. მინიატურა, თუმცა ემოციურად გადმოცემული ამბავი. წარმატებებს გისრუვებთ ნიჭიერო მწერალო.)))
+5
9. კი, ნინო, სწორად გახსოვს. :)
მადლობა, შენ რომ სხვის მინიატურას შეაქებ :) :) კი, ნინო, სწორად გახსოვს. :)
მადლობა, შენ რომ სხვის მინიატურას შეაქებ :) :)
8. საიდან მახსოვს ეს მინიატურა ? გოდერძი ჩოხელის საკონკურსო ნაწარმოებებში ხომ არ იყო ნეტა... კარგია ძალიან :) საიდან მახსოვს ეს მინიატურა ? გოდერძი ჩოხელის საკონკურსო ნაწარმოებებში ხომ არ იყო ნეტა... კარგია ძალიან :)
6. ემოციურია... 5 ემოციურია... 5
5. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.
4. აი ეს მიყვარს, მარტივი, დახვეწილი და ყველაფერი რომაა ნათქვამი. ყოველგვარი ზედმეტი სიტყვების გარეშე. ყოჩაღ. 5 აი ეს მიყვარს, მარტივი, დახვეწილი და ყველაფერი რომაა ნათქვამი. ყოველგვარი ზედმეტი სიტყვების გარეშე. ყოჩაღ. 5
1. დამასევდიანა.. 5 დამასევდიანა.. 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|