ციფრები, რიცხვები... არა მატერიალური განუზომელი უსასრულობა. რიცხვები არის ყველგან და ყველაფერში. მივდივართ, გადავაადგილდებით, ვსაუბრობთ, თუმცა ამ მდგომარეობებში დრო თავისთვის ჩუმად განაგრძობს წუთების მოპარვას ჩვენი ცხოვრებიდან. ... და რა არის დრო? რიცხვებისგან შემდგარი კანონზომიერება, რომელიც არ ემორჩილება არაფერს. არ არსებობს ამ ქვეყნად მასზედ უფრო დამოუკიდებელი რამ. ის გვკარნახობს წლების სწრაფვას. გვატყობინებს, რომ ვაგვიანებთ სამსახურში სადაც ის უფროსი გველოდება ვისთვისაც დრო... ფული ღირს! რა არის ფული? ალბათ მეხუმრებით ხომ, როდესაც ამას მეკითხებით?! ის რიცხვების მრავალ ნულოვანთა კომბინაციაა, რომელიც ჩვენ ძალაუფლების დიდებით დავტვირთეთ. რაც უფრო მეტი რიცხვია მასზედ მით უფრო ბედნიერი ხდები, თუმცა რაც უფრო მეტი დრო გადის შენს ცხოვრებაში მით უფრო გეშინია რიცხვების მატების, რომელიც შენს ასაკს გახსენებს. სარეკლამო ბანერები, საავტომობილო ნომრები ან თუნდაც სააბანონტო მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერ ჟურნალ-გაზეთში თუ წიგნში, ნებისმიერ დაწესებულებაში სადაც კი მიხვალ... რიცხვები ეს არის ის რასაც თვალი შესაძლოა ყოველ რამოდენიმე წამში ერთხელ გადაეყაროს. ის ყველგან არის, რადგან თავადაც ასე გვსურს. ადამიანებმა ის შევქმენით - ის კი ადამიანებს გვმართავს. დამოკიდებულება ვინმეზე ან რამეზე ეს არ არის ის თვისება, რითაც შეგვეძლება ვიამაყოთ. კიდევ რამდენი რამ არსებობს ამ ქვეყნად, რომელიც თავადვე შევქმენით და თავადვე აღმოვჩნდით კიდეც მისი ზეგავლენის ქვეშ. არც რიცხვები, არც საბრძოლო იარაღები, არც ომი... ეს ყველაფერი ღმერთს არ შეუქმნია. ეს ქმნილებები კაცობრიობას ეკუთვნის და მისივე მსხვერპლი ხდება.
... სანამ რამაზე დაითრგუნებით იმაზეც დაფიქრდით თუ რამ განაპირობა თქვენი ეს მდგომარეობა?! იმან ხომ არა, რაშიც ღმერთის ხელი არ საერთოდ ურევია?
P.S: დროს რიცხვებად მივაწერ: 10:28 / 18.01.2018.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რა არის ფული? ხელის ჭუჭყიაო, ვისაც ფული არ აქვს ბედნიერიაო ასე თქვა: პაპაჩემმა. რა არის ფული? ხელის ჭუჭყიაო, ვისაც ფული არ აქვს ბედნიერიაო ასე თქვა: პაპაჩემმა.
1. 0 რატომ არ ახსენე, უმაგისობა იქნება?.) სხვა-ში დაგედო ან პუბლიკაციაში. 0 რატომ არ ახსენე, უმაგისობა იქნება?.) სხვა-ში დაგედო ან პუბლიკაციაში.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|