შენი ფერადი ქალაქი და შენი ცხოვრება ფერადი. თურმე რამდენი ძალა გინდა, რამდენი ღვინო ხელადით, რომ ამ სიყვარულს გაუძლო და ცას მზე ახალი ახარო, გული, რომელიც დაუძლურდა, ერთ გაზაფხულის საღამოს, იქცეს ოთახის ყვავილად და იქცეს ფანჯარად ოთახის, ცხოვრება, რომ არ დამილაგდა ამ დარაბიდან ცოტა ხნით… ჩანდეს სამოთხის ილუზიად, არ გადაწიო ფარდები, სიყვარული ხომ ვირუსია, და მალე დაგემართები. ვეპოტინები ეს წლებია, ტალღებგადმოშლილ ქალაქთან, შენს თმებს და ამ ლექსს ესწრებიან ფოთლები და თუ დალაგდა კართან იქიდან ან აქედან, გეტყვი რომ მიყვარს (შევნატრი), შენი ფერადი ქალაქი და შენი ცხოვრება ფერადი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა კაი ხალხს. <3 მადლობა კაი ხალხს. <3
3. განსაკუთრებით ძალიან მომეწონა რამდენიმე სარითმო წყვილი :) ლაღი ნაწერია, კარგია. განსაკუთრებით ძალიან მომეწონა რამდენიმე სარითმო წყვილი :) ლაღი ნაწერია, კარგია.
2. შენ გენაცვალე მე რა. გადავაწრიალე დღეს აქაურობა და ერთი ნორმალური ლექსი ვერ ვნახე ხასიათის გამოსაკეთებლად, დამაწყვიტეს ნერვები :D :D საღოლ ძმაო. ჯიგარი ხარ და ჯიგრულადაც წერ. გულთბილი მოკითხვა! ფრიადი. შენ გენაცვალე მე რა. გადავაწრიალე დღეს აქაურობა და ერთი ნორმალური ლექსი ვერ ვნახე ხასიათის გამოსაკეთებლად, დამაწყვიტეს ნერვები :D :D საღოლ ძმაო. ჯიგარი ხარ და ჯიგრულადაც წერ. გულთბილი მოკითხვა! ფრიადი.
1. 5 და მოკითხვა კაი პოეტს. 5 და მოკითხვა კაი პოეტს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|