ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2018


****

გარშემო თითქმის ყველა წყვილი
დაშორებულა...
ცოლ-ქმარი თუ შეყვარებული,
ვინც მიხაროდა,
ვინც მარადიულ ერთობას ჰგავდა,
მათი გზები გაყრილა თურმე.

მე კი, ასეთ მცირედმორწმუნეს,
ვისაც სულ უფრო ნაკლებად სწამს
ზებუნებრივის,
ერთი რამის რწმენაზე მაინც
ვერ ვამბობ უარს:
მჯერა, რომ ყოველ მათგანს
ჰყავდა სადღაც ის ერთი,
ის ერთადერთი, შესაფერთა შორის
ყველაზე შესაფერი, საუკეთესო...
და მას რომ ერთხელ შეხვედროდა,
ან შეხვედრისას, მაშინვე ეცნო,
ან - რომ იცნობდა, არ გაეშვა,
მაშინ მხოლოდ ის იქნებოდა
მისი უცვლელი და უწყვეტი გრძნობა, ვნება, მისი სიბერე,
და სიკვდილის მერეც
სიცოცხლე.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები