ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2018


ბინდი

ნელა ეშვება საღამოს ბინდი
ცივი ყინული ადნობს რიკულებს
ჩასძინებიათ ხეებს მზის იქით
როცა არაგვი სამჯერ იხუვლებს
მთვარე გაჩნდება შუქთა მთესველი
სხივებს ვერცხლისფრად გამოანათებს
ო,ეს თვალები ასე მეტყველი
ბინდისას რატომ შემომანათე.
აკიაფდება ვარსკვლავთა ჯარი
ქარს გაჰყოლია ზღვის მელოდია
როცა არაგვი ლურჯ ზვირთებს გაშლის
ზღვის დინებები მას ემხრობიან.
შლეგი ქარები გამიტაცებენ
სირაჩხანისკენ ლურჯი ზვირთები
შენ კი ისევე თვალებს მაცეცებ
მახსოვს შეკრთომა გუშინწინდელი
ო,მოგონება როგორც სიზმარი
აკელაპტრდება შენს ნარცისებზე
შეღამებისას როცა იმ ყმაწვილს
მღელვარე გულით თუ გაიხსენებ
მოგელანდება ღია სარკმელი
და მისცემიხარ ეიფორიებს
შეღამებისას თავბრუს მახვევდი
დილით ოცნებაც გაიყოლიე
და დავრჩენილვარ უსულო ქვევრი
ბინდში დავეძებ ციცინათელებს
ლურჯი ზვირთების და მთების ზევით
კვლავ შეკრთომილი მთვარეს ვახელებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები