ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: თარგმანი
21 იანვარი, 2018


იოსებ ბროდსკი - # # #

ე. ი. ბევრი "დე" არისო, ამაზე იყო შენიშვნები პირველ ვარიანტში, ჰოდა მეორე ვარიანტიც ამიტომ გავაკეთე, ჰოდა, რომელი ჯობია, რომ დავტოვო?

იოსებ ბროდსკი - # # #  (პირველი ვარიანტი)

მშვიდობით,
ნუ განმსჯი,
დამივიწყე.
წერილები კი დაწვი -
ვით ხიდი.
დე! სიმამაცე ახლდეს
შენს გეზს,
დე! სწორი იყოს იგი
და მშვიდი.
დე! უკუნეთში
შენთვის იწვოდეს
ეს მოკირწყლული ზეცა,
დე! თვით იმედიც
ხელებს ითბობდეს
შენს მოგიზგიზე ცეცხლთან.
დე! ქროდეს ქარი,
თოვდეს და წვიმდეს,
ცეცხლი ველურად ღრენდეს,
დე! წინ იღბალიც მეტი გხვდეს, ვიდრე,
შემომხვედრია დღემდე.
ძლევამოსილი, და დე! - ლამაზი
შენს მკერდში იყოს ბრძოლა.
ბედნიერი ვარ მათზე, ვინც ამ გზით
შეძლებენ შენს გამოყოლას.



იოსებ ბროდსკი - # # #        (მეორე ვარიანტი)

მშვიდობით,
ნუ განმსჯი,
დამივიწყე.
წერილები კი დაწვი -
ვით ხიდი.
სიმამაცე სულ ახლდეს
შენს გეზს,
სულ სწორი იყოს იგი
და მშვიდი.
უკუნეთში კი,
შენთვის იწვოდეს
ეს მოკირწყლული ზეცა
და თვით იმედიც
ხელებს ითბობდეს
შენს მოგიზგიზე ცეცხლთან.
თუნდ ქროდეს ქარი,
თოვდეს და წვიმდეს,
ცეცხლი ველურად ღრენდეს,
გზაზე იღბალიც მეტი გხვდეს, ვიდრე,
შემომხვედრია დღემდე.
ძლევამოსილი - ასე ლამაზი
შენს მკერდში იყოს ბრძოლა.
ბედნიერი ვარ მათზე, ვინც ამ გზით
შეძლებენ შენს გამოყოლას.



# # #

Прощай,
позабудь
и не обессудь.
А письма сожги,
как мост.
Да будет мужественным
твой путь,
да будет он прям
и прост.
Да будет во мгле
для тебя гореть
звездная мишура,
да будет надежда
ладони греть
у твоего костра.
Да будут метели,
снега, дожди
и бешеный рев огня,
да будет удач у тебя впереди
больше, чем у меня.
Да будет могуч и прекрасен
бой,
гремящий в твоей груди.
Я счастлив за тех,
которым с тобой,
может быть, по пути.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები