ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
23 იანვარი, 2018


გრავიტაცია

..იყო და არა იყო რა..
იყო ერთი ქვეყანა
იმ ქვეყანაში ახალი საუკუნის დასაწყისში უცნაური ეპოქა დაიწყო...კორპუსების მშენებლობა....
აშენდა და მერე როგორ!!!!..."დამშვენდა"....იმდენი აშენდა რომ ქუჩაში ფეხის დასადგამი ადგილი ლატარეაში თამაშდებოდა....უფრო ადვილი იყო 5 ოთახიანი ბინის ყიდვა, ვიდრე ქუჩაში გასეირნება....შეწუხდნენ ამ ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელები, საგანგებო საბჭო მოიწვიეს და ერთი კვირა გაცხარებული კამათი მიმდინარეობდა....ტელევიზიით არ გაუშუქებიათ....დახურული იყო ეს თათბირი...
ბოლოს კი იდეა ამოტივტივდა! ეს ვინმე ჯუმბერს ეკუთვნოდა...ბატონი ჯუმბერი ანტიგრავიტაციის საკითხებზე მუშაობდა და ეგრევე შემოაგდო ეს სრულიად ახალი იდეა..იდეა ქალაქის განტვირთვას და მის ვერტიკალურად სივრცეში გაშენებას გულისხმობდა...
...................
ერთი წლის შემდეგ ახალი ქალაქი აშენდა...ძველი ქალაქის თავზე....ანტიგრავიტაციული გენერატორები გამალებით მუშაობდნენ და ქალაქს იკავებდნენ ჰაერში...მიუხედავად იმისა რომ ტესტირებამ მშვენივრად ჩაიარა ,თავიდან საპროტესტო გამოსვლები  დაიწყო! არ გვინდაო..გვეშინიაო ჰაერში ცხოვრება! ..მაგრამ სერთიფიცირებამ და უფასო დაზღვევამ, ასევე დაბალმა ფასებმა თავისი გაიტანა  ...კორპუსს დანატრებული ადამიანები მაინც შესახლდნენ ციდან 100 მეტრზე... კმაყოფილი კრუტუნით.....

ყველაფერი კარგად მიდიოდა...თუმცა საუკუნის ბოლოს ახალმა პრობლემამ იჩინა თავი....ქალაქი 2 აშკარად გადაიტენა...დაიწყეს ქალაქი 3-ს მშენებლობა...ამჯერად უფრო მაღლა....
..............................
კიდევ სამი საუკუნე გავიდა....მოსახლეობა იზრდებოდა..ქალაქებიც....
ქალაქი 10234-ე რომ აშენდა...ფაქტიურად კოსმოსში იყვნენ უკვე გასულები.......
და უცებ, სულ ზედა ქალაქის მოსახლეობას უცნაური და სასაიმოვნო მუტაცია დაეწყო..ისინი ფაქტიურად ანგელოზებად იქცნენ ! მათ ფრენა ისწავლეს!
მთავრობა დიდხანს მალავდა ამ ფაქტს...ხოლო როცა ეს გახმაურდა...ქვედა ქალაქების მოსახლეობამ მიგრაცია დაიწყო ზემოთ...
ქვედა ქალაქები გაუკაცრიელდა...ყველას უნდოდა ანგელოზი გამხდარიყო!
.........................
... დედამიწაზე, სულ ქვედა ქალაქში  განთავსებული ანტიგრავიტაციული გენერატორები ჯერ კიდევ მუშაობდნენ....მაგრამ მომსახურე პერსონალი უკვე დიდი ხნის გაქცეული იყო.....გენერატორებმა ცოტა კიდევ იმუშავეს სანამ საწვავი არ გაუთავდათ და...

...........ეს უდიდესი კატასტროფა იყო...ყველაფერი ჩამოიშლა! გრავიტაცია აღსდგა და  ქალაქმა არსებობა შეწყვიტა.


ს.ნ.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები