ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
25 იანვარი, 2018


ოქროსფერი დიასახლისი

  ყოველ დილით 6 საათიც არაა, რომ ვდგები. ეს რუტინაა, ვალდებული ვარ გავიღვიძო. დილის ზარები სიზმრებს მიფრთხობენ. ვდგები. ყველაფერი ჩემი მოსამზადებელია-უნდა გავანათო და გავათბო სახლი - დედამიწა. გავაყვავო ყვავილები, დავამწიფო ხილი. გავახურო ქვიშა - ქვიშაზე მოდუღებული ყავა უფრო გემრიელი ყოფილა. ვალდებული ვარ გავიღიმო.  ვიდგე სუფრის კუთხეში,  აღმოსავლეთის მთის კალთაზე, და შემდეგ დავალებას დაველოდო.
  სამუშაოს ვინ მოთვლის, მთელი დღე არ ვჩერდები, დიასახლისისათვის განკუთვნილი საქმე ყოველთვისაა. ვშრომობ დილიდან საღამომდე, ზამთარ-ზაფხულ, მაგრამ ხშირად ვეღარც მამჩნევენ. არავის უკითხავს: ხომ არ დავიღალე, იქნება ძილი არ მეყო, ვინ იცის, იქნებ სიზმრებმა გამაწამეს, არასდროს უკითხავთ მთელი დღე სიარულის შემდეგ ფეხები ხომ არ მეტკინა. არავის მოვგონებივარ ღამე დაეხედათ ჩემთვის, იქნება იანვრის ღამეში საბანი გადამეხადა და მციოდა. 
  შემოდგომის პირზე, მოსავალი რომ ასაღებია,  იმდენი საქმე გროვდება, ვეღარ ავუდივარ და ვტირი. არ მახსოვს ოქტომბრის საღამოებში, გვერდით ვინმე ჩამომჯდომოდა და ცრემლი შეემშრალებინა.
    რამდენი ხანია გემსახურებით. მხოლოდ პატარები მამჩნევთ, გიხარიათ ჩემი დანახვა და ცდილობთ, ოქროსფერი ფანქრით თქვენი დიასახლისის ფორმადაკარგული, გასუქებული სხეული გამოსახოთ. მერე ...  მერე გაიზრდებით და ამ ნახატებსაც ივიწყებთ...
  მე დედამიწის ოქროსფერი დიასახლისი -მზე -  ვარ. მზე ვარ, მაგრამ ნუ მიმატოვებთ, ხანდახან მაინც მომიკითხეთ, იქნებ მეც მტკივა სხივები, ხალხო?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები