ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2018


ჰიმნი ფანდურს

    ჰიმნი ფანდურს
დაცლილი სულის შესავსებად
შევცქერი აისს,
წითლად შეღებილ აღმოსავლეთს
ფერი აქვს მწვანე,
სულ მწვანე არა,
ოდნავ ღია სიმუქე აწვიმს,
მშვენიერია,
უნაზესი,
რა ტკბილი ...  ,,ვა, მე!’’ ...
მიმქრალი მთვარე
ღრუბლებიდან ელამად მზერი,
მთების ღამეულ აჩრდილებზე
მოშარდვას ლამობს,
სუსხიან დილას
მზის სხივებით გაუკრავს წელი,
იასამნების სილუეტი
ამშვენებს ტატნობს.
არითმიულად მკერდში მიცემს 
,,გამტყდარი კოკა,’’
მხარზე მთვლემარე ჩემ ანგელოზს
ფერი აქვს ბაცი,
უნეტარესი ნეტარებით
ბავშვივით მოვთქვამ,
მარადისობა ამ  ,,დე-ფილეს’’
ასტრალი ვარცხნის;
მშვენიერების უკვდავების
მშვენიერება,
განთიადებულ სილაჟვარდეს
მოუსხამს ტოგად,
დისჰარმონიას
ვერაფერი ვერ შეედრება,
უკვე პირთამდე ავსებული,
სული კვლავ ბორგავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები