 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 27 იანვარი, 2018 |
სასაცილოა, მიდიოდე, კვალს არ ტოვებდე, არავის ფიქრში, არც თვალებში, აღარც ხსოვნაში, უწინდებურად რომ ადგე და ისევ მოხარშო ერთ ქვაბში ყველა შენი დარდი, განმარტოება, უსუსურობა, უმეცრება, კიდევ ათასი შიში და ღამის ნამსხვრევები, რომელიც ტეხე... ჯერაც ვერ ნანახ ზმანებათა უცნობი ექო, რაც ვერ მოიმკი, უფრო სწორად, რაც ვერ დათესე, რაც ვერ მოიგე, რაც წააგე, რაც ითამაშე, ყველგან, სადაც კი გაწვდებოდა ფიქრი და ხელი, ყველგან, სადაც კი საკუთარი თავი ამხილე, ომში, ეზოში, სცენაზე და ჭვავის ყანაში. სასაცილოა, უერთგულო მათ, ვინც აქამდე დაგაღალატა არაერთგზის, უფრო მრავალგზის... შენივე ყოფით არყოფნათა გზები დახაზე, მერე მოეშვი, მერე უფრო, მერე დაქანდი, სადაც არავინ გელოდება, სადაც არავინ ჩაგიღიმილებს. მიენდობი, ლუკმას გაუტეხ, სადაც სულერთად გეჩვენება სტიკლი, გაუდი, სადაც შენობებს წარწერები ურცხვად ფარავენ. სასაცილოა, მიდიოდე, კვალს არ ტოვებდე, არავის ფიქრში, არც თვალებში, აღარც ხსოვნაში...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. +++++ პირველ სტროფზე, ++ ლექსზე, +7 უნდა დაგეწერა, დამაღალატე :(( +++++ პირველ სტროფზე, ++ ლექსზე, +7 უნდა დაგეწერა, დამაღალატე :((
9. დერვიშო!
დამაღალატე (( ... მარტო ეს რომ იყოს - "სასაცილოა, მიდიოდე, კვალს არ ტოვებდე " - მაშინ +++++
მთლიანობაში კი სამწუხაროდ ++ დერვიშო!
დამაღალატე (( ... მარტო ეს რომ იყოს - "სასაცილოა, მიდიოდე, კვალს არ ტოვებდე " - მაშინ +++++
მთლიანობაში კი სამწუხაროდ ++
8. აუცილებლად :) აუცილებლად :)
7. ნინა, <3 იანად გამაღიმე :)) გმადლობ :) ანანე, ყოფიერების ფერხულში ვართ ჩაბმულნი და ვერ ვწერ ისე ხშირად, როგორც ადრე, მეორე წიგნის წარდგინებას მოვაბამ მალე თავს და გამეხარდება თუ გიხილავთ იქ, აქაურ, ფბ-ურ და რეალურ მეგობრებს, აქაც დავაანონსებ :)) ნინა, <3 იანად გამაღიმე :)) გმადლობ :) ანანე, ყოფიერების ფერხულში ვართ ჩაბმულნი და ვერ ვწერ ისე ხშირად, როგორც ადრე, მეორე წიგნის წარდგინებას მოვაბამ მალე თავს და გამეხარდება თუ გიხილავთ იქ, აქაურ, ფბ-ურ და რეალურ მეგობრებს, აქაც დავაანონსებ :))
6. ბევრჯერ რომ გამოჩნდე აქ, გამეხარდება :)
ბევრჯერ რომ გამოჩნდე აქ, გამეხარდება :)
5. სად დამეწერა ვერ მოვიფიქრე, ვიცი შენ არ გეწყინება :))) ადამიანებო, ეს ქულები მუთაქაში ჩასატენად მაინც არ გამოგადგებათ და გაიმეტოთ იქნებ :))) სად დამეწერა ვერ მოვიფიქრე, ვიცი შენ არ გეწყინება :))) ადამიანებო, ეს ქულები მუთაქაში ჩასატენად მაინც არ გამოგადგებათ და გაიმეტოთ იქნებ :)))
4. სასიხარულო ამბავია, რომ საკუთარი ხელწერა გაქვს. დანარჩენი წინ არის! 5 სასიხარულო ამბავია, რომ საკუთარი ხელწერა გაქვს. დანარჩენი წინ არის! 5
3. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს :)) სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს :))
2. სასაცილოკი არა სამწუხაროა. სასაცილოკი არა სამწუხაროა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|