ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
6 თებერვალი, 2018


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი XVII )

                                                                                                                        ***

        იმ საღამოს ფეხით ძალიან ბევრი ვიარე. შებინდებისას კი ცოტა განტვირთვა გადავწყვიტე. როცა სიარულისგან დავიღალე ცოტახნით შევჩერდი და შემდეგ პირველივე ბარს ვესტუმრე. შესვლის თანავე მაგიდებს სწრაფად ჩავუარე და ყველასგან განცალკევებით ჩამოვჯექი. სული, რომ მოვითქვი ოფიციანტს ერთი ბოთლი ღვინო ვთხოვე და შეკვეთის მოტანამდე პიჯაკის ჟიბეებში სიგარეტს დავუწყე ძებნა. გადავუკიდე თუ არა ნახევრად ცარიელი, მოკუჭული კოლოფი მაგიდაზე დავდე და ღრმა ნაფაზის შემდგომ თავი ოდნავ უკან გადავწიე. შვება არც სიგარეტში იყო და არც სასმელში, მაგრამ იმ წუთას სხვა ვერც ვერაფერი მოვიფიქრე. უბრალოდ რაიმე განსხვავებულ სიტუაციაში მინდოდა მოვხვდრილიყავი თან მარტო, რათა დავფიქრებულიყავი იმ ყოველივეზე რამაც რადიკალურად შეცვალა ჩემი სამომავლო გეგმები. იმაზე თუ რა იქნებოდა შემდეგ, როდესაც ექიმს მივაკითხავდი ან მეტყოდა თუ არა ის რაიმე ახალს. გადავწყვიტე, ნანკას მდგომარეობის შესახებ უფრო ზუსტად გამეგო ყოველივე მისგან. ვფიქრობ, ნანკა არ იყო ჩემთან ბოლომდე გულწრფელი და ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ მელოდა. თვალებში ვუყურებდი, თუმცა რაღაც ისე არ იყო, თითქოს რაღაცას არ ამბობდა და მალავდა. საერთო ჯამში საშინელი სიცარიელე ვიგრძენი და მივხდი, რომ ამ მოკლე ხანში ეს გოგონა ჩემთვის ძალიან ძვირფასი გახდა. ასეთ ადამიანს არც არასდროს შევხვედრილვარ, რომელსაც სიბოროტის ნასახიც კი არ გააჩნდა სულში. მის შეშუპებულ თვალებსა და სიგამხდრეს ხან უძილობას ვაბრალებდი და ხან კი მის უმადობას. ჯანდაბა... მე ხომ ვერც ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი ასე სერიოზულად იქნებოდა. ერთადერთი რაც ოდნავ მაინც მამშვიდებდა ეს ხვალინდელი დღე და ექიმის პასუხებია, რომელსაც ვიმედოვნებდი, რომ დადებითი ყოფილიყოს. რა ღრუბლებში ფრენა ან რა სამოთხე?! რომ ვიხსენებ მის სულელურ მონაჩხმას საშინლად მეშლება ნერვები. აი... თურმე, როგორ შეიძლება ერთ წუთში სიცოცხლით სავსე ადამიანი გადაიქცეს სასოწარკვეთილ და მომაკვდავ გოგონად. ხანდახან ისაც კი არ ვიცი რა დავიჯერო. ის, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ღმერთმა ჩემზედ მართლაც მოიღო წყალობა თუ პირიქით დამცინის ამ ყველაფრით?! ვეღარ გამიგია სად რეალობაა და სად მინიშნებები? იქნებ სამოთხესა და დედამიწას შორისა ვარ გამოკიდებული და სანამ რაღაც ღვთისგან მოვლენილ საქმეს არ დავასრულებ იქამდე არ შეწყდება ჩემი ფიზიკური და სულიერი ტანჯვა?! იქნებ ღმერთს მაშინ მიყავს თავისთან ადამიანები, როდესაც ისინი საკუთარ ოცნებებსა და მიზნებს აისრულებენ და საბოლოოდ დაიმკვიდრებენ ამ ქვეყნად თავს?  ისინი კი ვინც შემდგომში ხიბლში ჩავარდებიან, აღარ აძლევს მათ მიღწეული ოცნებებით ბოლომდე ტკბობის საშუალებას. ზოგი საკუთარ გზას მოგვიანებით პოულობს, ზოგი კი ბევრად უფრო ადრე. ალბათ სწორედ ამიტომ მიჰყავს ღმერთს ასეთი ადამიანები ნაადრევად, რათა ამ ტრაგედიით გამოწვეულმა ტკივილმა კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს ამ ადამიანზე და შემდეგ პარალელი გავავლოთ საკუთარ ცხოვრებასთან. თუ მათსზედ უკეთესები ვერ გავხდებით, არც მათზე ნაკლებნი ვიქნებით მათსავე კვალდაკვალ. ეს მხოლოდ პირადი მოსაზრებაა, რომელიც შესაძლოა ახლოსაც კი არ იყოს ჭეშმარიტებასთან.
        ცოტა მოგვაინებით გონს, რომ მოვედი ღვინის ბოთლი სანახევროდ გამოცლილი იყო, თუმცა ეს არ იყო საკმარისი ჩემთვის. ხელით მოძრაობით ოფიციანტს კიდევ ერთი ბოთლის მოტანა ვანიშნე და სიგარეტს ხელახლა გადავუკიდე. ცოტა ხანში ვხედავ ახალგაზრდა მანდილოსანი დაიძრა ჩემსკენ. უცნაურმა შეგრძნებამ დამიარა ტანში და მეტი სითამამისთვის ერთი ჭიქა წითელი ღვინო გამოვცალე. სიგარეტი ჩავაქრე თუ არა და ისიც მომიახლოვდა. ფეხზე დიდხანს აღარ შევაყოვნე. მშვიდად გავუღიმე და ისიც ჩემს მაგიდასთან ჩამოჯდა. საოცრად მიმზიდველი იყო, ხოლო მისი ღიმილი პირდაპირ თავბრუს მახვევდა. არ იფიქროთ, რომ ეს თრობისგან გამოწვეული, გადაზედმეტებული შთაბეჭდილებებია. მასთან საუბარს არ ვაპირებდი, რადგან იმდენად საინტერესოდ და ამაღელვებლად ყვებოდა თავის ისტორიებს ყოფილ თაყვანიმცემლებზე, რომ მხოლოდ მოსმენითაც კი ვტკბებოდი. სულ იღიმოდა და თითქოს ხელების მოძრაობით კადრებად გამოხატავდა სივრცეში იმ ყველაფერს რაზეც მიყვებოდა. ხან ბრაზდებოდა, ხან კიდევ ერთ ჭიქა ღვინით ტუჩებს გაისველებდა და ისე განაგრძობდა ხოლმე თხრობას. ბორდოსფერი კაბა ეცვა ღრმა დეკოლტეთი, ხოლო ყელზე თეთრი ფარფატელა შარფი მჭიდროდ ჰქონდა შეხვეული. ერთი შეხედვითაც მარტივი მისახვედრი იყო, რომ არავინ ჰყავდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი შეტყობინებაც კი არ მოსვლია, ხოლო თითებზე არც ნიშნობის ბეჭედი არ შემორჩენოდა. საუბრისას პირდაპირ თვალებში მიყურებდა და არასდროს გაუხედია გვერდით, რაც მის გულწრფელობაზე მეტყველებდა. დრო და დრო ტუჩებს იკვნეტდა რასაც მის ოდნავ ემოციურ ხასიათს მივაწერდი. თავისდაუნებურად კი ხშირად გადაჰქონდა ყურადღება ჩემს ტუჩებზე. ესეიგი მას უზომოდ სურდა ჩემთან. ქალის საუბრიდან მარტივ დასკვნებს ვერ გააკეთებ, თუმცა ისინი ვერასდროს აკონტროლებენ საკუთარ საქციელებს. მათი თვალები კი ყოველთვის ნამდვილია იმათთან ვინც მოსწონთ. სულმთლად გადამავიწყდა თუ რისთვის ვიყავი შემოსული ან საერთოდაც რა მიზეზით აღმოვჩნდი აქ. ღრმად ამოისუნთქა და მითხრა, რომ უკვე მობეზრდა ის ყოველდღიურობა რითაც ის ცხოვრობდა. ამიტომ გადაწყვიტა ასე სპონტანურად იმ უცნობ მამაკაცთან გასაუბრება, რომელთანაც შორიდან რაღაც სიხლოვე იგრძნო. სასიამოვნოდ გამეღიმა და ხელი გავუწოდე. ახლაც კი მახსოვს მისი არა ამქვეყნიური ლურჯი თვალები, რომლებმაც ნაზად ამომხედეს და მაგრძობინეს, რომ ქვეყნის დასალიარშიც კი გამომყვებოდნენ უკან. მაგიდებს ისევე სწრაფად ჩავუარე, როგორც შემოსვლისას და კარგად შემოღამებულს ორივემ დავტოვეთ იქაურობა. გარეთ ცოტათი ციოდა.

                                                                                                              ***
      დილით მის საძინებელ ოთახში გამომეღვიძა. სწრაფად მოვავლე ოთახს თვალი, თუმცა ის არსად ჩანდა. არც მისი ბორდოსფერი კაბა. თავი მძიმედ ავსწიე და იატაკზე აქეთ-იქით მიმოფანტულ ტანსაცმელი მოვაგროვე. რთული მისახვედრი არ იყო თუ რა მოხდა წინა ღამით. მალევე მოვწესრიგდი და კარებს ფრთხილად მივუახლოვდი. გვერდითა ოთახში აშკარად ვიღაცა იყო. კარები გავაღე თუ არა ნახევრად შიშველი შემომეგება ყავით ხელში. შეცდომების გამოსწრების უფლება გაქვს, ხოლო იგივეს განმეორების არა. ეს იყო პირველი რაც იმ წუთას გავიფიქრე. ფინჯანი გამოვართვი და სავარძელში მშვიდად ჩავეშვი. ჯერჯერობით არაფრის თქმას არ ვაპრიდებდი. მაინტერესებდა თვითონ თუ მეტყოდა რამეს. იქამდე კი შევეცადე ზუსტად გამეხსენებინა თუ რა მოხდა წინა ღამით, თუმცა პაუზამ არც თუ დიდხანს გასტანა. ფინჯანი ლამბაქზე ჩამოდო და მთლიანი  ყურადღება ჩემსკენ გადმოიტანა.
-არაფერზე არ ღირს ფიქრი! -თმებში ხელი შეაცურა და უკან გადაივარცხნა.- გუშინ არაფერი მომხდარა ჩვენს შორის.
-რას გულისხმობ?
-იმას, რომ წესით უნდა მომხდარაიყო, თუმცა ბოლო წუთს ხელი ძლიერად მკარი და მითხარი, რომ ეს შეცდომა იქნებოდა...
-ვერაფერი გავიგე.
-შენი ნათქვამიდან ვერც მე გავიგე ვერაფერი. ამბობდი, რომ აქ მოსვლა შეცდომა იყო და კიდევ იმას, რომ შენ ცდებოდი.
-და რაში ვცდებოდი ის არ მითქვამს?- სიტყვა გავაწყევეტინე და შევეცადე ზუსტად გავრკვეულიყავი ყველაფერში.
-შენ თვითონ იცი რა გინდა?- უკმაყოფილად გამერიდა და ამჯერად ფანჯრიდან დაუწყო რაღაცას ყურება.-ვიღაც, ნანკას ახსენებდი. ამბობდი, რომ ახლა აქ კი არა...არამედ მასთან უნდა ყოფილიყავი.
-ნანკას?
-გუშინ მთელი ღამე მაგ გოგოზე მესაუბრებოდი.
-ცუდია, რომ ასე გამოვიდა.
-როგორც ჩანს ის გოგო ძალიან გიყვარს. ასე, რომ აქ მოსვლა მართლაც შეცდომა იყო.
-უნდა წავიდე- სავარძლიდან წამოვდექი და მაგიდისკენ გავემართე.
-არ არის საჭირო... -უკან არც გამოუხედავს. -შეგიძლია ეგ ფინჯანი მანდ დატოვო.
-ბედნიერად.-ჩემთვის ჩავიჩურჩულე და გასასვლელისკენ დავიძარი, როდესაც ისევ ჩემსკენ მობრუნდა.
-იცი რა ვიფიქრე?-მკითხა მან.
-რა?
-იმ გოგოს ძალიან გაუმართლა, რომ შენნაირი ადამიანი ჰყავს გვერდით. მე კიდევ ვისურვებდი, რომ ნეტავ უფრო ადრე შეხვედრილიყავით და სულ სხვა სიტუაციაში.
-შენ ძალიან ლამაზი ხარ!
-ხო, მაგრამ ძალიან არა სერიოზულად მოვიქეცი გუშინ.
  მის სიტყვებზე კი ჩემთვის გამეღიმა და ზუსტად ის ვუთხარი, რაც რამოდენიმე წუთის უკან თავად გავიფიქრე. -შეცდომების გამოსწრების უფლება გაქვს, ხოლო იგივეს განმეორების არა!

                                                                                                                            ***

      ბედისწერასთან ჭიდილი რაღაცნაირად ჩვევად მექცა. ვერაფერი მაიძულებს შევეგუა ისეთ უსამართლობას, რომელიც უსამართლობის ზღვარსაც კი ცდება. თუ ცხოვრების დინებას გაყვები ის თავის ტალღებში მოგაქცევს და წაგიყვანს იქ, სადაც მას სურს და არა შენ. დაუმორჩილებლობა კი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სასიკეთო გარდატეხას ემსახურება ცხოვრებაში. ბევრი ფიქრისგან, რომ გავგიჟებულიყავი ვარჩიე მხოლოდ ერთზე მეფიქრა. გზას სწრაფი ნაბიჯებით მივუყვებოდი და შეგრძნება მრჩებოდა, თითქოს დრო ჩემს ფეხებ ქვეშ მიიზლაზნებოდა. თუმცა ეს ჩემი დრო არ ყოფილა. ეს, ნანკას დრო იყო. იმაზე საუბრით თუ, როგორ მეზიზღება დრო თავს არ შეგაწყენთ. გზად ვერაფერს და ვერავის ვამჩნევდი. უბრალოდ იყო მანძილი, რომელიც ისეთი უსასრულო ჩანდა გეგონებოდათ, რომ კი არ მივდიოდი, არამედ ერთ ადგილზე ვიდექი. გამვლელები ისე მერიდებოდნენ თითქოს მათ წინ საგიჟეთიდან გამოქცეული შეურაცხადი მოაბიჯებდა. საბოლოოდ საავადმყოფოსთან მისულმა წამით გადავავლე თვალი იქაურობას და შენობაში შესვლისას საფეხურების გამოტოვებით ავიარე კიბეები. ჩვეულებისამებრ ღრმად ჩავისუნთქე და დაუპატიჯებელი სტუმარივით შევაღე ექიმის კარები. ჩემი უჩვეულო ქცევებით მას ვერასდროს გავაკვირვებდი. სათვალეები მოიხსნა და თბილი მზერით თავისკენ მიხმო.
-დიდხანს არ ვაპირებ გაჩერებას! -მოკლედ მოვუჭერი და პირდაპირ საქმეზე გადავედი. -აქ ერთი გოგონას მდგომარეობის გასაგებად ვარ.
-ფეხზე ხომ არ იდგები? ჩამოჯექი.
-მას, ნანკა ჰქვია.
-გიორგაძეზე ამბობ? -სკამი ახლოს მომიწია, თვითონ კი მაგიდას მიეყრდნო.
-კი. მისი მდგომარეობა მაინტერესებს.
-ვატყობ ერთმანეთის გაცნობა მოგისწრიათ...
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
-გახსოვს წარწერა, რომელიც შენს პალატაში იყო.
-თქვენ მითხარით, რომ ის გოგო გამოჯანმრთელდა.
-არა, ლევან -უხერხლად თავი გაქნია -მე გითხარი, რომ ის უკეთ იყო და გავწერეთ, თუმცა რეაბილიტაციის კურს ექვემდებარებოდა.
-ის წარწერა ჩემს თავთან...
-ნანკამ დაწერა -გაეღიმა... -მას მივეცი შენი ნაწარმოები.
-რა მდგომარეობა აქვს?
-გადარჩენის ძალიან მცირე ალბათობაა. ექიმები ყველაფერს ცდილობენ. ამ დღეებში უნდა დავაწვინოთ ჩვენთან და მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავთ მისი ოპერაციის შესაძლებლობებს.
-რომელ შესაძლებლობებზე მელაპარაკებით? ვერაფერი გავიგე. იქნებ უკეთ ამიხსნათ?!
-შეიძლება ვერ გაუძლოს ოპერაციას.
-ესეიგი მარტო ვარიანტები და ალბათობაა? ეს რაიმე ახალი სამედიცინო ტერმინებია თუ მკურნალობის ახალი კურსი შემოიღეთ?
-ლევან...მოდი მოვლენებს ნუ გავუსწრებთ.
-ვერც იმედს მაძლევთ?
-არ შემიძლია.-ჩემსკენ წამოიწია.
-არ გინდათ!-ხელით შევაჩერე და კარებისკენ შევბრუნდი. -თუ ის "წავა" მაშინ მე გავაკეთებ იმას, რაც ადრე გითხარით.
-და ამით რა შეიცვლება?
-ერთი ადამიანის სიცოცხლეს მაინც გამოვტაცებ განგებას ხელებიდან.
-ბედთან თამაში არ შეიძლება-ხელი ჩაიქნია და ისევ სათვალეები მოირგო.
-ბედთან არ ვთამაშომ ექიმო. მასზე უარს ვამბობ! -და კაბინეტიდან გავედი.

                                                                                                                          ***

  საღამოს, როდესაც სახლში დავბრუნდი მხოლოდ მაშინღა გავიაზრე ის სიტყვები, რაც ბორდესფერ კაბიანმა გოგონამ მითხრა. ვერც ის გამიგია თუ რამ გადამაწყვეტინა მასთან ერთად წასვლა ან რატომ ველაპარაკებოდი, ნანკაზე უცნობ ადამიანს?! ოთახში შესვლისას პიჯაკი საწერ მაგიდის მახლობლად  გადავკიდე და უემოციოდ ჩამოვჯექი. მინდოდა ეტაპობრივად გავყოლილიყავი ყველაფერს და მხოლოდ ამის შემდგომ მემოქმედა სწორად. ბევრი რამ უკვე კარგად ნათელი იყო ჩემთვის და ზედმეტი კითხვები აღარც  მიჩნდებოდა, თუმცა ფიქრებს უფრო გამოსავლის ძიებისკენ მივყავდი. გასაგებია, რომ, ნანკამ დამიმალა თავისი მდგომარეობის შესახებ და ისიც, რომ მისთვის უცხო ადამიანი ნამდვილად არ ვყოფილვარ. მე ის ავტორი აღმოვჩნდი ვისი ნაწარმოებიც ბევრად ადრე ჰქონდა წაკითხული, ვიდრე პირადად შევხვდებოდით ერთმანეთს. არც ბიჭების მიმართ მქონდა კითხვები დარჩენილი. ისინი მეამბოხე ადამიანები არიან, რომელთაც მხოლოდ კეთილი სურვილები ამოძრავებთ საკუთარი ხალხის მიმართ. ერთ რამეში კი ნამდვილად უნდა გამოვტყდე. ნებისმიერ სხვა ადამიანს, რომ მოეყოლა ჩემთვის მსგავსი ისტორია დაუფიქრებლად ვეტყოდი, რომ მისი ამბავი ახლოსაც კი არ არის რეალობასთან. ვეტყოდი, რომ ალბათ ბუნების კანონზომიერებისთვისაც კი შეუძლებელი იქნებოდა ერთბაშად ამდენი დამთხვევა. რეალობა კი რეალობად რჩებოდა, რამდენად მკაცრიც არ უნდა ყოფილიყო ის. მოულოდნელად უცნაური იდეა მომივიდა თავში და მაშინვე ნაწარმოებს დავუწყე ძებნა. მაგიდის უჯრიდან მშვიდად ამოვიღე და სათითაოდ დავიწყე მისი დაშლა ფურცლებად. ისინი ნელა ეშვებოდნენ ძირს ჩემს ფეხებთან, ხოლო ყოველი მომდევნო ფურცელი წინას ფარავდა. ამის შემდგომ კედლებზე განლაგებული სურათები ერთიანად ჩამოვხსენი და ოთახში შემოტანილ, გაურკვეველი დანიშნულების რკინის ყუთში ჩავყარე. სურათებს ზედაპირულად კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი და ცეცხლი წავუკიდე. ძირს მიმობნეული ფურცლები კი ერთად მოვაგროვე და კედლებზე თანმიმედვრობით ჩამოვკიდე. იქაურობა ნამდვილ ჯოჯოხეთს დაესგავსა. კედლებზე გაბნეული ფრაზები სიტყვებად ჩამესმოდა გონებაში, ხოლო შუაგულ ოთახში დანთებული ცეცხლი წვავდა იმ წარსულს, რომელიც არაფერს მახსენებდა გარდა სიცივისა და სიკვდილის. მეზიზღებოდა ცხოვრება თავისი გამოცანებითა და უსაზაღვრო სისასტიკით. მეზიზღებოდა, რადგან არასდროს მიცხოვრია ისე, როგორც ჩემი თანატოლები ცხოვრობდნენ. ისინი ბავშვური ილუზიებით სააზრდოობდნენ. მათი მშობლები კი ყველაფერს ცდილობდნენ, რათა ბედნიერების არც ერთი მარცვალი არ მოკლებოდათ მათ შვილებს. ახლა კი, როგორ ვცხოვრობდი მე? ეს იყო მუდმივი ჭიდილი მომავლის ქარტეხილებთან და უძილო ღამეების მთელი კოლონა. როცა არ იცი ხვალ რა გელოდება, როცა გეშინია მომავლის აწმყოში, როცა შენ გამორჩეულიხარ ყველასგან შენი ტრაგიზმით. აი ეს არის ჩემი ცხოვრება! სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თავად დავიმორჩილო დროცა და განგებაც. ისინი ვერ მიკარნახებე თუ, როგორ ვიცხოვრო და ვერც ვერასდროს გადამიყვანენ საკუთარი მიზნის რელსებიდან. მე თუ არ მქონდა ის რაც მინდოდა, რომ მქონოდა არ დავუშვებ სხვამაც იგივე განიცადოს. განგება კი არა... არამედ მე არ დავუშვებ ამას. მე ნამდვილად არ მაქვს ღმერთივით ზებუნებრივი ძალები, თუმცა ბოროტების დამარცხებას მაინც შევძლებ. ხანდახან კი საკუთარი თავისაც მეშინია ხოლმე, რადგან სიგიჟის ზღვარზე მყოფი ინარჩუნებდე მოჩვენებით სიმშვიდეს ეს ალბათ ნიჭია, რომელიც ადამიანად დარჩენის საშუალებას გაძლევს, თუმცა ალოგიკურია ყველაფერი ის რასაც თვითგანადგურაბამდე მიჰყავხარ. სრულფასოვნად ცხოვრებას კი დრო სჭირდება და ნებისყოფა, რომელიც ცოტაა. ჭეშმარიტება აწი თქვენთვის მომინდვია. განსაცდელის ჟამს კი ფიქრს ვიწყებდი მარადიულ უსასრულობაზე რათა განვთნთავისულებულიყავი არაფრის მომტანი სისუსტეებისგან. ამჯერად უფრო იმედგაცრუება მალაპარაკებს ვიდრე სხვა რამ. იმედგაცრუება, რომელიც ნელ-ნელა იწევს ზევით და სრულიად მარწუხებში აქცევს შენს გულს. ასეთ მდგომარეობაში, ნანკას ისტორიის გამო ვარ. მინდა წიგნივით გადავფურცლო მისი ცხოვრება და ხელახალი ცვლილებები შევიტანო მასში, რომელიც სრულიად შეცვლის მის არსს. ნეტავ იცოდეთ კიდევ რამდენი რამის გაკეთება მსურს. ალბათ საკუთარი სულებიდან სიცოცხლის მცირედ ნაწილს უანგაროდ  გამინაწილებდით.



                                                                                                                      (გაგრძელება იქნება)

   
   


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები