ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2018


მოგეკლა ღმერთი

"ავღანეთში ათობით თალიბი მებრძოლი მოკლეს",
უფრო ზუსტად - 83,
თვალი მოვკარი სიახლეს და
მერე ფიქრები აირია,
თითოეულს გონებაში ვუსვამდი კითხვას -
ნეტა როგორი ბავშვი იყავი,
რაზე ფიქრობდი,
თამაშობდი,
დედას როგორ ეხუტებოდი 
უსვამდი კითხვებს
- "ღმერთი როგორია?
რა აცვია?
სად ცხოვრობს?"
საერთოდ, ნეტავ ვინ გიხსენა
პირველად ღმერთი
როგორ იქცა იგი კეთილი მოხუციდან
ისეთ საშიშად, ისეთ სასტიკად,
როგორც ხალხმრავალ ადგილას
უცაბედად მოსმენილი
ალლაჰუ აკბარ!
რა ვქნა, ისევ შენზე მეფიქრება -
ნუთუ ოდესღაც შენც იყავი
პატარა ბიჭი?
ის ღმერთი ხომ მსხვერპლს არ ითხოვდა?
ბავშვებს სხვა ჰყავთ თუ...
თუ შენთან ერთად გაიზარდა
და მოითხოვა ბავშვების სისხლი
სხვა ბიჭების და გოგონების,
უბრალოთა სხეულების
დანაკუწება?
მითხარი რატომ,
რატომ მოკალი სიხარული
ამქვეყნიური,
შენთვისაც და სხვებისთვისაც
სიხარულად დატოვე მხოლოდ
შენი სიკვდილი...
იმ სიხარულად, ახლა რომ ვგრძნობ...

მაგრამ სევდასაც
სევდასაც ვგრძნობ,
იმ ბავშვის გამო,
შენში რომ მოკვდა სამუდამოდ,
ნეტავ მის ნაცვლად მოგეკლა ღმერთი,
საშიში, როგორც ალლაჰუ აკბარ!
სასტიკი, როგორ ალლაჰუ აკბარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები