ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
4 თებერვალი, 2018


წამალი

ლურჯ ავტობუსს ნომერ 14-ს დიდი დიღომიდან ქალაქის ცენტრალური უბნებისაკენ აეღო გეზი. მგზავრები, ზოგი ფანჯრიდან ათვალიერებდა გარემოს, ზოგიც მობილურ ტელეფონში მესიჯების წერით თუ ინტერნეტ გვერდების თვალიერებით იყო გართული. წინა სავარძელზე დედა-შვილი ისხდნენ, პატარ ბიჭი მობილურ ტელეფონში ქართულ მულტფილმს ,,ჩხიკვთა ქორწილს“ უყურებდა.
საქალაქო სასამართლოსთან არსებულ გაჩერებაზე ავტობუსში რამდენიმე ახალგაზრდა ამოვიდა. ერთმა მათგანმა მგზავრებს აღგზნებული თვალებით გადახედა და თქვა:
- ხალხო, აი სულ ახლახან ამ უსამართლო სასამართლომ პლანის მოხმარებაზე 500 ლარით დამაჯარიმა!
- მეტით დაეჯარიმებინე სჯობდა! - ჩაილაპარაკა მოხუცმა ქალმა.
- რატო, ქალბატონო, მე უნდა გავამდიდრო ეს სახელმწიფო?! - მოხუც ქალს მიუბრუნდა ხუთასი ლარით დაჯარიმებული.
- ბარიგების გამდიდრებას სახელმწიფოს გამდიდრება სჯობია! - ჩაილაპარაკა ისევ მოხუცმა, ახალგაზრდისკენ თავი არ მოუბრუნებია ისე. მას არაფერი უთქვამს. პატარა ბიჭი მოხუცს და ახალგაზრდას უყურებდა, თან მობილურს ეკრანსაც ადევნებდა თვალს.
- ,,დედა, რა უნდა ზაქარას?
- კომბოსტო, შვილო...“
- დედა რა უნდა იმ ბიძიას?! - კითხა უცებ დედას პატარამ.
- წამალი, შვილო!
- წამალი რატომ, ავადაა?
- ავადაა შვილო, ავადაა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები