ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2018


ჩემი უკვდავება

  ჩემი უკვდავება
            ,,გააზრება იმისა, რომ
          გენიოსი ვარ, მაშფოთებს!'
                    ვიღაცის გამონათქვამი'
მოვიდა, გამთანგა, დამძიმდა წყურვილი,
ნეტარი განწყობა მანიჭებს სიამეს,
მე ლექსის ამოთქმის უზომო სურვილი,
მომიკლავს ვნებას და საწადელს მიაღწევს.
არ მკითხავს, არ მომთხოვს სანაცვლოდ არაფერს,
არ უნდა სურნელი არც იასამანის,
,,ლექსების აკვანთან’’ ღამესაც გაათევს,
,,მუზების ნისიას’’ ხვალამდე დამაცლის;
რითმებით განათვლა, პოეტად მოქცევა,
არ დაიფერფლება, მიზანსაც მიაღწევს,
ეს ფიქრი, მტანჯველი, მუდმივად მომყვება,
და დაემსგავსება ეპოქის მინაწერს.
უკვდავი მუზიდან ნაშობი ლექსები,
დარჩება ხსოვნაში ანთებულ კელაპტრად,
იმქვეყნად ზეცაში პოეტებს შევხვდები,
მოკვდავი სამყარო, უკვდავად შემრაცხავს;-
მოვიდა, გამთანგა, დამძიმდა წყურვილი! ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები