ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2018


ისე სავსე ვარ

ისე სავსე ვარ, ისე სავსე,
თითქოს ვიღვრები.
ვისმევი არსად!
და არასდროს არსად ვიცლები.
გზაზე ამოყრილ კვირტებივით
მუზახმას ვტოვებ;
ათასფერებად აღსაქმელი ჩემი სიტყვების!
მე მიყვარს გზები!
"სამყაროდან ფიქრთა დასისკენ"
და მავთულებით გადებული მუზის ჰამაკი...
სადა ხარ ჩემო?
ამოდიხარ ალიონს მზისებრ,
თუ ღამის ვარსკვლავს გაუტოლდი;- დაპატარავდი?!
ისე სავსე ვარ, ისე სავსე, არსად ვისმევი....
სამარადჟამო არსობითი ყოფიერების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები