ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაჩო
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2009


ვიღაცა

ვიღაცას ჰგონია "აფრები აუშვა",
რადგანაც დარდები ღვინოში ჩაუშვა.
ვიღაცა ფიქრობს,რომ ფლიდობა დაფარა,
რადგან სატევარი ღიმილში დამალა.
ვიღაცა ცდილობს,რომ შეუნდოს გამჩენმა,
ამ ბოლოს სინდისს რომ ბზარები დასჩემდა.
ვიღაცა მილიონს ითვლის კაპიკებად,
მეორე ვიღაცას კაპიკი ენატრება.
ვიღაცა წუწუნებს კამათლის მოსვლაზე,
ვიღაცა კამათობს ქვეყნის მომავალზე.
მოძღვარი ღაღადებს ღვთისნიერებას,
აზრებს ეტყობა მყისიერება.
ვიბნევი წამებში,გაწყვეტილ მძივივით,
ცხოვრებას მივყვები მთვარეულ ტივივით.

                                                                                15.01.2009 წელი
                                                                                  07:38 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები