ოთახს აყუჩებს მუქი ფარდები, ღამით წვიმს, ხოლო აშკარა დღისით ხდება, რომ მაინც იმას ბარდები, ვინც ვერასოდეს იქნება ღირსი - შენი მკრთალი და სუსტი ხელების, მკერდის, რომელიც სიცოცხლის ავზებს ძალიან გავს და არ მემღერება და ყრუ მუსიკა ჩემს სხეულს ავსებს. და ემსგავსება სხეულს ზამთარი, და ზამთარს ცივა ღამით და ძილში, და უშენობით ავდრის ამტანი, და უშენობის ნამდვილი ღირსი,- ვიწყებ ქარივით სადღაც ხეტიალს, ქარივით სულის გათბობა მინდა და გამეტებით თავს სწირავს მინდორს, ვისაც ამ ქარზე მძიმე ბედი აქვს. ამინდებს ბავშვის თვალით ვიცოდებ, და ვუსმენ ჩემთვის უმს და უცნაურს და რომ წვიმების ენა ვიცოდე, ლექსად ვთარგმნიდი სრულყოფილ ხმაურს… და მე და ქარი, ერთი სრულებით, ვიბნევით ტყეში და იცის ქარმა, რომ გეძებ, სადაც არ მეგულები, რომ შენი ნახვის იმედი არ მაქვს. და მაინც გეძებ... და გთხოვ შემოდი ოთახში, როცა შენს ცოდვებს ამხელ, და გაქვს უფლება ერთხელ ჩემოთი მომმართო, ერთხელ შეეხო ამ ხელს, მხოლოდ და მხოლოდ ფრთხილად, კანკალით. ბოლო ლექსს ანუ სულ პირველ ამბორს გიგზავნი. გარეთ წვიმა და ქარი, წვიმა და ქარი ყველაფერს ამბობს.
2016.წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ხო მაგარი ლექსია.
ხო მაგარი ლექსია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|