ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2018


დღემდე

დღემდე ერთხელაც ვერ ჩავიცვი სულის ნიღაბი...
და უსაფულძვლო მიმტევებლის ხიბლიც არ მქონდა...
და დანაშაულს შეცნობილთ და შეუცნობელთა;
მლიქვნელობაში ჩემს თვალებს წინ ლელო გაჰქონდა!
იყო რაც იყო,არა იყოთ იდგა სიმართლე...
ჯავშანშემორტყმულ უდრეკივით  ცისკენ მზირალი.
ტაშს აგებებდნენ ცოდვილები  მომკილ სინანულს და ტუჩზე კოცნით ერთისაგზლის გამომტირალნი.
დღემდე ერთხელაც ვერ ჩავიცვი სულის ნიღაბი
და ჩემს თვალებწინ ურცხვად როგორ ხშირად იცვლიდნენ...
ღმერთო ,მლოცველი მე ყოველთვის შენს წინ ვიყავი;
ყალბ წარმოჩენის წარმოდგენას ყველა შერისხე!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები