ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგრო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 თებერვალი, 2018


_-_-_-

მე მშიშარა ვარ, მე ბოროტი ვარ, მე მშურსხოლმე,მე ვგრძნობ რომ არ მაქვს არაფრის გრძნობა და ჩემით ვიგონებ ყველაფრისთვის შესაფერის გრძნობებს, მე გული არ მაქვს, მხოლოდ კუნთი, სისხლის სამოძრაოდ. მე მაქვს მხოლოდ გონება, იმისთვის რომ ეს ყველაფერი მოვიფიქრო.
  მე გიჯერებთ, რომ დავუჯერო გონებას და ვუჯერებ გონებას რომ მოგატყუოთ თქვენ.მე ეს გამომდის და გამიხარდებოდა რომ მქონდეს გული, სისხლის მოძრაობისთვის საჭირო კუნთის მაგივრად, და მე ვიგონებ ამ სიხარულის შეგრძნებასაც, რადგან მინდა გახარებული გეგონოთ, მომწონს გამოგონილი მოწონების შეგრძნებით ის, რომ ერთი ადამიანის სიხარული  ბევრს შურს და ამ დროს ბევრი ნამდვილი სახე ჩანს გამოგონილის მიღმა, და მე მომწონს ისიც რომ ცოტას უხარია ერთი ადამიანის სიხარული და ამისთვის ღირს გამოგონილი უდარდელობის გათამაშება.

მე ბოროტი ვარ, მე მშიშარა ვარ და მე მშურს, ოღონდ თქვენი არა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები