ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2018


ვერ დაიტევს

ვერ დაიტევს ეს პატარა გული ამდენს,
სიყვარულით შენში უნდა დავიღვარო.
მერე , "ათას ერთი ღამის" მოგონებით,
ყველა სიღრმის იარები დაგიამო.

როგორც თოვლის ფიფქთა ჯარი დარაზმული,
როგორც წვიმის აწყვეტილი ციდან ცვენა,
როგორც ღამე უძილო და მთვარეული,
როგორც დღეთა სინათლე და აღმაფრენა;
უნდა აღსდგე გარიჟრაჟზე მზეო ჩემო
და არსობის საარსებო ბედისწერავ!

ვერ დაიტევს ეს პატარა გული ამდენს
და უშენო ღამე ისევ გაათენა.
სიყვარულო ,პირთამდე ისე მავსებ,
თავმა შესმა მისი სხვას ვერ დაანება.

დავიღვარეთ ისევ ჩარხულ მუზით ლექსში,
მან კი ისევ თვისნებურად გააჭენა...
გარიჟრაჟზე,სხვას ამ ხმათა ხმები შეშლის
როგორც მუზამ, ჩვენ კალამთან გაგვახელა.

                           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები